საჯინიბოს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საჯინიბოს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯინიბოს განაპირას, საყდრების ხევში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვის ირეგულარული წყობით. მოგვიანებით აღდგენილი ნაწილების წყობაში გამოყენებულია გაცილებით წვრილი რიყის ქვა. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის საფარი, მთელ სიგრძეზე მონგრეულია გრძივი კედლების ზედა ნაწილები. შესასვლელი დასავლეთიდანაა, კარი გარედან თაღოვანია, ხოლო შიგნიდან თარაზულადაა გადახურული. აღმოსავლეთით, ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს, ერთმანეთის სიმეტრიულად თითო სწორკუთხა ნიშია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე მიშენებული ტრაპეზის მცირე ნაწილია შემორჩენილი. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით, დარბაზი - ნახევარ-ცილინდრული კამარით. ფასადები სადაა, მოკლებული ყოველგვარ მორთულობას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]