სახევის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სახევის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახევის სამხრეთით 1 კილომეტრზე, ტყიანი მთის წვერზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. შემორჩენილია აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლების ნაწილი. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია თაღოვანი სარკმელი, რომელიც მთლიანად შირიმითაა გამოყვანილი. სარკმლის თითოეულ მხარეს თითო პატარა ნიშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]