საცდელი ნომერი
„საცდელი ნომერი“ | |
---|---|
ავტორი | უმბერტო ეკო |
ენა | იტალიური ენა |
გამომცემელი | Bompiani |
გამოცემის თარიღი | 2015 |
წინამორბედი | პრაღის სასაფლაო |
საცდელი ნომერი (იტალ. Numero zero) — იტალიელი მწერლის, უმბერტო ეკოს, მეშვიდე და მის სიცოხლეში გამოქვეყნებული უკანასკნელი რომანი.[1] გამოიცა 2015 წელს.
ნაწარმოები ტაბლოიდური პრესის შესახებ სატირას წარმოადგენს.[2] მოქმედება 1992 წლის იტალიაში ხდება. რომანის სიუჟეტი ვითარდება გაზეთის საცდელი ნომრის მომზადების გარშემო, რომელმაც მის დამფინანსებელ მედიამაგნატს სერიოზული გავლენა უნდა მოუპოვოს. მისი მიზანია, მსხვილმა საფინანსო და პოლიტიკურმა ფიგურებმა საცდელ ნომერში გამოქვეყნებული ინფორმაცია საფრთხედ აღიქვან და გაზეთის დახურვის სანაცვლოდ თავიანთ წრეში მიიღონ. საცდელი ნომრის მზადების პარალელურად რომანში რამდენიმე ამბავი ვითარდება: სასიყვარულო თავგადასავალი, ჟურნალისტის მკვლელობა, ბენიტო მუსოლინის აღსასრულისა და მოკავშირეთა სპეცსამსახურების საიდუმლო ისტორია.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთავარი პერსონაჟი შუახნის წარუმატებელი ჟურნალისტია. მას ქირაობენ გაზეთის საცდელ ნომერზე სამუშაოდ, რომელიც არასოდეს გამოქვეყნდება. ჟურნალს მსხვილი მედიამაგნატი აფინანსებს, რომელიც სატელევიზიო არხს და არაერთს ჟურნალს ფლობს და სასტუმროების ქსელს მართავს. საცდელმა ნომერმა უნდა გაამჟღავნოს სიმართლე იმ ყველაფერზე, რაც საფინანსო და პოლიტიკურ წრეებს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. მედიამაგნატის რეალური მიზანია კი ისაა, რომ საფინანსო და პოლიტიკურმა ფიგურებმა, რომლებსაც არ ენდომებათ გაზეთში გამოქვეყენებული ინფორმაციის გამჟღავნება, მასზე ზეწოლა მოახდინონ და გაზეთის დახურვა აიძულონ, სანაცვლოდ კი საკუთარი ძალაუფლების შიდა სივრცეში შეუშვან.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Rachman, Tom. Umberto Eco’s ‘Numero Zero’. nytimes.com (2015). ციტირების თარიღი: 2016.
- ↑ Terry Eagleton, Times Literary Supplement, 2015