საყდრიონის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საყდრიონის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის სამხრეთით, 1 კილომეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვით. შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ კედელი და სამხრეთ კედლის ნაწილი. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. სწორკუთხა, მომრგვალებულკუთხეებიანი საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში სარკმელია. დარბაზი და საკურთხეველი საერთო შეისრული კამარით ყოფილა გადახურული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]