გრიგოლისძენი
იერსახე
გრიგოლისძენი, გიშელები — ფეოდალური საგვარეულო XII-XIII საუკუნეებში საქართველოში. ჰერეთის მონაპირე ერისთავები. პირველად იხსენიებიან 1117 წელს, როგორც გიშის ციხის მფლობელები. აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ცნობილი წარმომადგენლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ასამ (ასათ) გრიგოლისძე (ჩანს 1117)
- გრიგოლ ასათის ძე (გ. 1178)
- ასათ გრიგოლისძე (ჩანს დაახლ. 1186-1196)
- გრიგოლ ასათის ძე (ჩანს დაახლ. 1196)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 269.
- მუსხელიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 150.