საღვთო ალიანსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Berlin Brandenburger Tor BW 2.jpg
საღვთო ალიანსის ქვეყნები: პრუსია (შავად), ავსტრია (ყვითლად) და რუსეთი (ცისფრად).

საღვთო ალიანსი — კოალიცია რუსეთს, ავსტრიასა და პრუსიას შორის შექმნილი 1815 წელს რუსეთის მეფე ალექსანდრე I-ის ინიციატივით, რომელსაც სამი სახელმწიფოს წარმომადგენელმა ვენაში მოაწერა ხელი 26 სექტემბერს.

ალიანსის გაცხადებული მიზანი იყო ქველმოქმედებისა და მშვიდობის ქრისტიანული ღირებულებების დამკვიდრება ევროპულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა პრაქტიკულად კლემენს ვენცელ ფონ მეტერნიხმა იგი რევოლუციის საწინააღმდეგო ბასტიონი გახადა. სამი ქვეყნის მონარქმა ეს ალიანსი მათ ქვეყნებში რევოლუციური გავლენის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევისთვის გამოიყენა (განსაკუთრებით საფრანგეთის რევოლუციის ტალღისგან დასაცავად). შესაბამისად, ეს ალიანსი დემოკრატიის, რევოლუციისა და სეკულარიზმის წინააღმდეგი იყო. შემდგომში მათ შეუერთდა დანარჩენი ევროპული მონარქიებიც გარდა დიდი ბრიტანეთის, ვატიკანისა და ოსმალეთის იმპერიისა. საღვთო ალიანსი იყო პირველი თანამედროვე საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაცია. ალიანსი 1825 წელს დაიშალა ალექსანდრეს გარდაცვალებასთან ერთად. ალიანსი ასევე ცდილობდა გავლენა ექონია ლათინურ ამერიკაზე, თუმცა მას ხელი შეუშალა ბრიტანეთის წინააღმდეგობამ და აშშ-ის პრეზიდენტი ჯეიმზ მონროს ე.წ. მონროს დოქტრინამ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ghervas, Stella. Réinventer la tradition. Alexandre Stourdza et l'Europe de la Sainte-Alliance. Paris, Honoré Champion, 2008. ISBN 978-2-7453-1669-1