საქსონური ბაღი
საქსონური ბაღი (პოლონურად Ogród Saski) - ვარშავის ერთ-ერთი ისტორიული ბაღი, პილსუდსკის მოედნის სიახლოვეს, შრუდმიეშციეს რაიონში.
ბაღის ადგილას თავდაპირველად მეფე სიგიზმუნდ III ვაზას მიერ აშენებული ვარშავის თავდაცვითი კედელი მდებარეობდა. ბაღის გაშენება დაიწყო 1700 წელს, საქსონური წარმოშობის მეფის, ავგუსტ II მკაცრის ბრძანებით. ბაღი ნაწილი იყო საქსონური ღერძის განაშენიანებისა, რომელიც ბაღის გარდა მოიცავდა მოედანს, სასახლეს, კარიბჭესა და სხვა ობიექტებს.
1727 წელს ბაღი საზოგადოებისთვის გაიხსნა და ევროპაში ერთ-ერთი პირველი საჯარო ბაღი გახდა.[1] თავდაპირველად ბაროკოს სტილში გაშენებული ბაღმა XIX საუკუნეში მან ინგლისური ბაღის სახე მიიღო. მეორე მსოფლიო ომის დაზიანდა ბაღი და მთლიანად დაინგრა საქსონური სასახლე. სასახლის ერთადერთ გადარჩენილ გალერეაში, ბაღის აღმოსავლეთ შესასვლელთან დღეს უცნობი ჯარისკაცის საფლავია.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: საქსონური ბაღი