შრუდმიეშციე
იერსახე

შრუდმიეშციე (პოლ. Śródmieście; ქალაქის ცენტრი) — ქალაქ ვარშავის ერთ-ერთი რაიონი. მდებარეობს მდინარე ვისლას მარცხენა მხარეს, მოსახლეობა 134,306 კაცი, მერი - ვოიცეხ ბარტელსკი.
რაიონში თავმოყრილია ეროვნული და მუნიციპალური ინსტიტუტების უმრავლესობა, კერძო კომპანიების ოფისები, უმაღლესი სასწავლებლები, თეატრები, რკინიგზის ადგურები: შრუდმიეშციე და ცენტრალური სადგური.
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შრუდმიეშციეს მიეკუთვნება ვარშავის უძველესი უბნები: ძველი ვარშავა, ახალი ვარშავა, მარიენშტატი. გარდა ამისა, რაიონის ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია
- ვარშავის სამეფო სასახლე - ვარშავის უძველესი შენობა (XIII საუკუნე)
- სიგიზმუნდის სვეტი - ევროპის ერთ-ერთი უძველესი საერო ძეგლი (1644 წ.)
- საქსონური ბაღი - ევროპის ერთ-ერთი უძველესი საჯარო ბაღი (1717 წ.)
- ვარშავის უნივერსიტეტი - პოლონეთის უძველესი უმაღლესი სასწავლებელი (1809 წ.)
- კულტურისა და მეცნიერების სასახლე - პოლონეთის უმაღლესი შენობა (234 მეტრი)
- ბედნარსკის ქუჩა - ვარშავის უწვრილესი ქუჩა (5,3 მეტრი)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: შრუდმიეშციე
Warsaw, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2011-06-10 საიტზე Wayback Machine.