საქონელი (სამართალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საქონელი (მრავალმნიშვნელოვანი).

საქონელი — ქონების სახეობა ძველ საქართველოში. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, საქონელი არის უსულო ხვასტაგი „საყოლელისაგან“ განსხვავებული მოძრავი ქონება. ივანე ჯავახიშვილის დაკვირვებით, ტერმინი „საქონელი“ ძველად მოძრავი უსულო საგან-ნივთების აღმნიშვნელი უნდა იყოს, თუმცა „შესაძლებელია სულდგმული საქონელიც ყოფილიყო, მაგ. ყოველგვარი შინაური პირუტყვიც, და უსულოც, მაგ. ნივთები, ავეჯეულობა, სურსათი და სხვა“. ისიდორე დოლიძის აზრით, პირუტყვი არ შედიოდა საქონლის ცნებაში, „საქონელი“ მხოლოდ უსულო მოძრავი ქონების შინაარსისა იყო. საქონლის იურიდიულ ბუნებაზე ძირითადად წარმოდგენას იძლევა გიორგი ბრწყინვალის, ბექას და აღბურას და ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნები. ჩვეულებრივ „საქონელი“ ყველანაირი მოძრავი ქონების მნიშვნელობით იხმარებოდა (ბერძნული სამართლის ქართულ ვერსიაში „უძრავი საქონელიც“ კი იხსენიება). ნივთების კლასიფიკაციის თვალსაზრისით საქონელი მამულს უპირისპირდებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]