მამული (ქონება)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მამული — მამაპაპეული, წინაპრებისაგან მიღებული უძრავ-მოძრავი ქონება და სხვა. ნაწარმოებია სიტყვისაგან მამა. (ანალოგიური წარმოებისა იყო დედული, სიტყვისაგან დედა). შუა საუკუნეების ქართულში განსაზღვრავდა წინაპრებისაგან გადმოცემულ ნივთს, ქონებას, მხარეს, ქვეყანას, სამფლობელოს, ადათს, სარწმუნეობას და სხვა. მაგ. „მამაული ქვეყანა“ – მემკვიდრეობით მიღებული მიწა; „მამული შჯული“ – მამაპაპეული სარწმუნოება; „ჴრმალი მამული“ – წინაპართა ხმალი; „სახლი მამული“ – წინაპართა მხრე; „მამული სამკჳდრებელი“ – წინაპართა საცხოვრებელი ქვეყანა და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]