საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ყრილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ყრილობა — კომუნისტური პარტიის დებულებების მიხედვით, პარტიის ხელმძღვანელობის უმაღლესი ორგანო, რომელიც რეგულარულად იწვევდა მისი დელეგატების შეხვედრებს.

ყრილობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარიღი ყრილობა დღის წესრიგი
1922 წლის 23 იანვარი — 1 თებერვალი საქ. კპ (ბ) I ყრილობა საერთაშორისო და საშინაო მდგომარეობა; საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის პოლიტიკური და ორგანიზავიული მუშაობის ანგარიში; პარტია და პროფკავშირები; ახალი ეკონომიკური პოლიტიკა და საქართველოში მისი განხორციელების პირობები; აგრარული პოლიტიკა; სასურსათო პოლიტიკა და კოოპერაცია; საბჭოთა მშენებლობების ამოცანები; ეროვნული საკითხი; პარტიული მშენებლობის მორიგი საკითხები; პარტიის წმენდის შედეგები; საკონტროლო კომისიის მოხსენება; პარტიის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები.
1923 წლის 14 — 18 მარტი საქ. კპ (ბ) II ყრილობა საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის პოლიტიკური და საორგანიზაციო მუშაობის ანგარიშები; სარევიზიო და ცენტრალური საკონტროლო კომისიების მოხსენებები; პროფკავშირისა და კომკავშირის მუშაობა; აგრარული და ეროვნული საკითხები. დღის წესრიგის ყველა საკითხი განიხილა რკპ (ბ) X დაXI ყრილობების გადაწყვეტილებათა შესაბამისად.
1924 წლის 6 —11 მაისი საქ. კპ (ბ) III ყრილობა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ანგარიში (ბესარიონ ლომინაძე); სარევიზიო კომისიის ანგარიში; ცენტრალური საკონტროლო კომისიის ანგარიში (შამშე ლეჟავა); ეროვნული პოლიტიკის შედეგები (გრიგოლ ორჯონიკიძე); სოფლად მუშაობის შესახებ (ფილიპე მახარაძე); მრეწველობისა და სოფლის მეურნეობა (შალვა ელიავა); საშინაო ვაჭრობა და სამომხმარებლო კოოპერაცია; სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია, ახალგაზრდობას შორის მუშაობა (მიხეილ კახიანი); ხელმძღვანელობის ორგანოების არჩევნები.
1925 წლის 30 ნოემბერი — 5 დეკემბერი საქ. კპ (ბ) IV ყრილობა საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის ანგარიში (მიხეილ კახიანი); სარევიზიო კომისიის ანგარიში; ცენტრალური საკონტროლო კომისიის ანგარიში (ანდრო დოლიძე, შამშე ლეჟავა); პროფკავშირების ამოცანების შესახებ; რესპუბლიკის მრეწველობა და მისი პერსპექტივები (შალვა ელიავა); სოფლად მუშაობა (ფილიპე მახარაძე); ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები.
1927 წლის12—19 ნოემბერი საქ. კპ (ბ) V ყრილობა საქართველოს კომუნისტური პარტიის(ბ) ცენტრალური კომიტეტის ანგარიში (მიხეილ კახიანი). საქ კპ (ბ) ცენტრალური საკონტროლო კომისიისა და მუშგლეხინის ანგარიში (ანდრო დოლიძე); სოფლად მუშაობის შესახებ (ფილიპე მახარაძე);სარევიზიო კომისიის ანგარიში; პარტიის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები.
1929 წლის 1—10 ივლისი საქ. კპ (ბ) VI ყრილობა საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის, სარევიზიო კომისიის, ცენტრალური საკონტროლო კომისიისა და მუშგლეხინის ანგარიშები; საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის განვითარების ხუთწლიანი გეგმა; სოფლის მეურნეობის განვითარების გზები საქართველოში და სოფლად მუშაობა; სამანდატო კომისიის მოხსენება; პარტიის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები.
1930 წლის 28 მაისი — 5 ივნისი საქ. კპ (ბ) VII ყრილობა საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის (ლევან ღოღობერიძე), სარევიზიო კომისიის (ი. ჭელიძე), საქ. კპ (ბ) ცენტრალური საკონტროლო კომისიის (ვ. ივანოვ-კავკაზსკი) ანგარიშები; საქართველოში საკოლმეურნეო მშენებლობის პრესპექტივებისა და საგაზაფხულო-სამეურნეო კამპანიის გეგმის შესწრლების შესახებ (ფილიპე მახარაძე); სამანდატო კომისიის ანგარიში; პარტიის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები.
1932 წლის 20—24 ივნისი საქ. კპ (ბ) VIII ყრილობა საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის ანგარიში, სარევიზიო კომისიის ანგარიში; ცენტრალური საკონტროლო კომისიისა და მუშგლეხინის მოხსენება; არჩევნები.
1934 წლის 10—14 ივნისი საქ. კპ (ბ) IXყრილობა საქართველოს კომუნისტური პარტიის(ბ) ცენტრალური კომიტეტის ანგარიში; საქ. კპ (ბ) ცენტრალური საკონტროლო კომისიის — მუშგლეხინის ანგარიში; სარევიზიო კომისიის ანგარიში; ხელმძღვანელი პარტიული ორგანოების არჩევნები.
1937 წლის 15—21 მაისი საქ. კპ (ბ) X ყრილობა საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტისა და სარევიზიო კომისიის ანგარიშები. ხელმძღვანელი პარტიული ორგანოების არჩევნები.
1938 წლის 15—19 ივნისი საქ. კპ (ბ) XI ყრილობა საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის ანგარიში;სარევიზიო კომისიის ანგარიში; ხელმძღვანელი პარტიული ორგანოების არჩევნები.
1939 წლის 26 თებერვალი — 2 მარტი საქ. კპ (ბ) XII ყრილობა თეზისები საკავშირო კპ (ბ) XVIII ყრილობის მოხსენებისა სსრკ სახალხო მეურნეობის ხუთწლიანი გეგმის შესახებ (კანდიდ ჩარკვიანი); თეზისები საკავშირო კპ (ბ) XVIII ყრილობის, მოხსენებისა დაკავშირო კპ (ბ) წესდებაში ცვლილებათა შესახებ (კ. შეროზია); საკ. კპ (ბ) XVIII ყრილობის დელეგატთა არჩევნები.
1939 წლის 15— 19 მარტი საქ. კპ (ბ) XIII ყრილობა საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტისა და სარევიზიო კომისიის ანგარიშები. ხელმძღვანელი პარტორგანოების არჩევნები.
1949 წლის 25 — 29 იანვარი საქ. კპ (ბ) XIV ყრილობა საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის ანგარიში (კანდიდ ჩარკვიანი), სარევიზიო კომისიის ანგარიში (არჩილ გიორგაძე), ხელმძღვანელი პარტიული ორგანოების არჩევნები.
1952 წლის 15 — 18 სექტემბერი საქ. კპ (ბ) XVყრილობა საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის ანგარიში (ა. მგელაძე), სარევიზიო კომისიის ანგარიში (კ. თარგამაძე), „საკ კპ (ბ) XIX ყრილობის დირექტივები სსრკ სახალხო მეურნეობის განვითარების 1951—1955 წლების V ხუთლიანი გეგმის შესახებ“ პროექტის განხილვა, საკ. კპ (ბ) შეცვლილი წესდების ტექსტის პროექტის განხილვა; ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები.
1954 წლის 16 — თებერვალი საქ. კპ XVI ყრილობა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საანგარიშო მოხენება (ვასილ მჟავანაძე), სარევიზიო კომისიის ანგარიში (არჩილ გიორგაძე), პარტიის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები.
1956 წლის 18 — 21 იანვარი საქ. კპ XVII ყრილობა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საანგარიშო მოხსენება (ვასალ მჟავანაძე); სკკპ XX ყრილობის დირექტივების პროექტი — სსრკ სახალხო მეურნეობის განვითარების 1956—1960 წლების ხუთწლიანი გეგმის შესახებ (გივი ჯავახიშვილი); სარევიზიო კომისიის ანგარიში; ხელმძღვანელი პარტიული ორგანოების არჩევნები.
1958 წლის 27 — 29 იანვარი საქ. კპ XVIII ყრილობა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ანგარიში (ვასილ მჟავანაძე); სარევიზიო კომისიის ანგარიში (დ. გელაშვილი); ხელმძღვანელი პარტიული ორგანოების არჩევნები.
1959 წლის 12—13 იანვარი საქ. კპ XIX ყრილობა თეზისები მოხსენებისა სკკპ XXI ყრილობაზე „სსრ კავშირის სახალხო მეურნეობის განვითარების 1959—1965 წლების საკონტროლო ციფრები“და საქართველოს პარტიული ორგანიზაციების ამოვანები (ვასილ მჟავანაძე), სკკპ XXI რიგგარეშე ყრილობის დელეგატთა არჩევნები.
1960 წლის 25—26 იანვარი საქ. კპ XX ყრილობა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ანგარიში (ვასილ მჟავანაძე), სარევიზიო კომისიის ანგარიში (დ. გელაშვილი), ხელმძღვანელი პარტიული ორგანოების არჩევნები.
1961 წლის 27—29 სექტემბერი საქ. კპ XXI ყრილობა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ანგარიში (ვასილ მჟავანაძე), სარევიზიო კომისიის ანგარიში (თ. აბაშმაძე), სკკპ პროგრამის პროექტის განხილვა (გივი ჯავახიშვილი); სკკპ წესდების პროექტის განხილვა (პ. კოვანოვი); პარტიის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები.
1964 წლის 29—30 იანვარი საქ. კპ XXII ყრილობა საქ. კპ ცენტრალური კომიტეტის ანგარიში (ვასილ მჟავანაძე); საქ. კპ ცკ-ის სარევიზიო კომისიის ანგარიში; ხელმძღვანელი პარტიული ორგანოების არჩევნები.
1966 წლის 2—4 მარტი საქ. კპ XXIII ყრილობა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ანგარიში; სარევიზიო კომისიის ანგარიში; „სკკპ XXIII ყრილობის დირექტივები სსრ კავშირის სახალხო მეურნეობის განვითარების 1966—1970 წლების ხუთწლიანი გეგმის შესახებ“ (პროექტი).
1971 წლის 27 თებერვალი —1 მარტი საქ. კპ XXIV ყრილობა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურის კომიტეტის ანგარიში (ვასილ მჟავანაძე); სარევიზიო კომისიის ანგარიში (გერასიმე ფირცხალავა); „სკკპ XXIV ყრილობის დირექტივები სსრ კავშირის სახალხო მეურნეობის განვითარების 1971—1975 წლების ხუთწლიანი გეგმის შესახებ“ (გივი ჯავახიშვილი), ხელმძღვანელი პარტორგანოების არჩევნები.
1976 წლის 22—24 იანვარი საქ. კპ XXVყრილობა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ანგარიში (ედუარდ შევარდნაძე); სარევიზიო კომისიის ანგარიში (გერასიმე ფირცხალავა); პარტიის XXV ყრილობისათვის სსკკპ ცენტრალური კომიტეტის პროექტი „სსრ კავშირის სახალხო მეურნეობის განვითარების 1976—1980 წლების ძირითადი მიმართულებანი“ და X ხუთწლედში საქართველოს სსრ ეკონომიკის განვითარების ამოცანები (ზურაბ პატარიძე); ხელმძღვანელი პარტორგანოების არჩევნები.
1981 წლის 22— იანვარი საქ. კპ XXVI ყრილობა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ანგარიში (ედუარდ შევარდნაძე); სარევიზიო კომისიის ანგარიში (იოსებ ხაზარაძე); პარტიის XXVI ყრილობისათვის სკკპ ცკ-ის პროექტი „სსრ კავშირის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1981—1985 წლებისა და 1990 წლამდე პერიოდის ძირითადი მიმართულებანი“ (ზურაბ პატარიძე): ხელმძღვანელი პარტიული ორგანოების არჩევნები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]