საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საქართველოს სსრ-ის 1978 წლის კონსტიტუცია (ძირითადი კანონი).

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციასაბჭოთა საქართველოს ძირითადი კანონი. მისი ისტორია დაკავშირებულია საბჭოთა საქართველოს სახელმწიფოებრიობის შექმნა-განვითარებასთან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა საქართველოში მისი არსებობის მანძილზე მიიღეს ოთხი საბჭოთა კონსტიტუცია 1922, 1927, 1937 და 1978 წლებში, რომლებიც წარმოადგენდნენ ტიპურ საბჭოთა კონსტიტუციებს და არაფრით განსხვავდებოდნენ რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციებისგან.

  1. 1922 წლის 2 მარტს საქართველოს საბჭოების I-მა ყრილობამ დაამტკიცა საქართველოს სსრ-ის (I) კონსტიტუცია.
  2. საქართველოს სსრ პირველმა კონსტიტუციამ მოკლე დროით — მხოლოდ 5 წლით იმოქმედა, რაც ამიერკავკასიის სფსრ-ისა შექმნამ განაპირობა. საქართველოს საბჭოების IV ყრილობამ სსრკ-ის 1924 და ამიერკავკასისს სფსრ-ის 1926 კონსტიტუციების შესაბამისად, 1927 წლის 4 აპრილს დაამტკიცა საქართველოს ახალი (II) კონსტიტუცია.
  3. სსრკ საბჭოების საგანგებო VIII ყრილობამ 1936 წლის 5 დეკემბერს მიიღო ქვეყნის ახალი კონსტიტუცია. გაუქმდა ამიერკავკასიის სფსრ და საქართველოს სსრ ცალკეული რესპუბლიკის სახით შევიდა სსრკ-ის შემადგენლობაში. საქართველოს სსრ საბჭოების საგანგებო VIII ყრილობამ 1937 წლის 13 თებერვალს დაამტკიცა საქართველოს სსრ-ის (III) კონსტიტუცია.
  4. სსრკ ახალი კონსტიტუცია დაამტკიცა სსრკ IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე VII სესიამ 1977 წლის 7 ოქტომბერს. მის შესაბამისად კი შემუშვდა საქართველოს სსრ ახალი (IV) კონსტიტუცია, რომელიც მიიღო საქართველოს სსრ IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე VIII სესიამ 1978 წლის 15 აპრილს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]