შინაარსზე გადასვლა

საქართველოს მცენარეთა დაცვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს სსრ სასოფლო-სამეურნეო წარმოების სახელმწიფო კომიტეტის საქართველოს მცენარეთა დაცვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი — დაარსდა 1930 წელს ცენტრალური ფიტოპათოლოგიური სადგურისა და გამოყენებითი ენტომოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე. ინსტიტუტს ჰქონდა განყოფილებები: ფიტოპათოლოგიის (იმუნიტეტისა და სოკოვანი დაავადებების ლაბორატორია, მცენარეთა ბაქტერიზების ლაბორატორია), ვირუსული და მიკოპლაზმური დაავადებების, ენტომოლოგიისა და გამოყენებითი ზოოლოგიის, პროგნოზირებისა და ბიოსისტემების მოდელირების, ბიომეთოდის, მცენარეთა ქიმიური დაცვის (ინსპექტოაკარიციდების ლაბორატორია, ფუნგივიდების ლაბორატორია), სარეველებთან ბრძოლის, ბიოფიზიკის, მექანიზაციის, ეკონომიკა-ორგანიზაციისა და დანერგვის, სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის, პროპაგანდსა და პატენტების. ინსტიტუტის ფილიალი იყო აფხაზეთის მცენარეთა დაცვის საცდელი სადგური, გარდაბნის ექსპერიმენტული ბაზა და ნატანების საყრდენი პუნქტი. ინსტიტუტი იკვლევდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლებს, დაავადებებსა და სარეველებს. ამუშავებდა მათთან ბრძოლის ინტეგრირებულ ღონისძიებებს, ახდენდა საქართველოში მცენარეთა დაცვის მეცნიერო-კვლევითი მუშაობის კოორდინირებას. ინსტიტუტს ჰქონდა ასპირანტურა, ბიბლიოთეკა, გამოსცემდა სამეცნიერო „შრომათა კრებულებს“ (ტ. 1—35, 1930—1984).