საფრინველე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საფრინველე — შენობა, რომელშიც ზრდიან და ინახავენ სასოფლო-სამეურნეო ფრინველს. ფრინველთა სახეობის, ასაკის, სამეურნეო გამოყენებისა და მათი მოვლა-შენახვის სისტემის მიხედვით საფრინველე სხვადასხვა სახისაა. მოზარდეულის გამოსაზდელად იყენებენ ბრუდერჰაუზს, საბატარეო საამქროებს, აკლიმატიზატორებს, ხოლო მოზრდილი სადედე (ქათამი, იხვი, ინდაური, ბატი) და სამრეწველო გუნდების ფრინველებისათვის — გალიისა და იატაკზე შენახვის ტიპის საფრინველეებს.

საფრინველე, როგორც წესი, ერთსართულიანი კაპიტალური შენობაა, რომელშიც მოწყობილია წყალსადენი, კანალიზაცია, გათბობა, ვენტილაცია და სხვადასხვა ტექნოლოგიური დანადგარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]