საფარისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საფარისი - წმინდა გიორგის სახელობის XII საუკუნის ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ნიმუში, მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლიდან 5 კმ-ზე, მდინარე კისისხევის მარჯვენა ნაპირზე. ნაგებია რიყის ქვით. აღმოავლეთის ფასადის სარკმლები, თაღები და კარნიზი შირიმის თლილი ქვისაა. მთავარი ეკლესია შუა ნავშია მოთავსებული. გადახურულია კოლოფა კამარით. აღმოსავლეთ ფასადზე ჩარჩოში ჩასმული რელიეფური ჯვარია ამოკვეთილი, ჯვარია ამოკვეთილი დასავლეთ ფასადზეც. ეკლესიის ჩრდილოეთით აღმართული აგურის ორსართულიანი სამრეკლო XIV-XV საუკუნეებშია აგებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]