სასადილოს საცხოვრებელი სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სასადილოს საცხოვრებელი სახლი — არქეიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ სასადილოში, თბილისი-თელავის საავტომობილო გზის პირას. თარღდება XX საუკუნის დასასრულით, ეკუთნის ქოქოშვილების ოჯახს.

სახლი ორსართულიანია. დგას მცირე სიმაღლის ცოკოლზე. ნაგებია წვრილი, ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით. გარეთა კუთხეები გამოყვანილია მოზრდილი, მეტნაკლებად სუფთად დამუშავებული ქვებით. კარ-სარკმლების გადასახურად და აქა-იქ კუთხეებში გამოყენებულია აგურიც. კედლები შიგნიდან შელესილი და შთეთრებულია.

ნაგებობის გეგმა აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით წაგრძელებულ სწორკუთხედს ქმნის, 16,5 მეტრი 8,6 მეტრზე, რომელსაც ორი მხირად ეზო აკრავს. სახლის ჩრდილოეთ კედელი ყრუა. აივანი ორივე სართულზეა, მთავარი ფასადის მხარეს. ადრე სახლს აივანი გვერდითი ფასადის მხრიდანაც ქონია, რომლის ფარგლებში მოწყობილი იყო მეორე სართულზე ასასვლელი ხის კიბე. ამჭამინელი კიბე აივანზე გარედანაა მიბმული.

სახლის ორივე სართული ორ-ორი ოთახისაგან შედგება. ოთახებს შესასვლელი აივნიდან აქვთ. აივანზე გამოდის სარკმლებიც. შესასვლელები და სარკმლები აგურის ბრტყელი თაღითაა გადახურული. ოთახები გამიჯნულია ტიხრებით. ინტერიერში არ გვხვდება ისეთი ქართული ტრადიციული ელემენტები როგორებიცაა თახჩა და განჯინა. ოთახები ბრტყელი ჭერითაა გადახურული. პირველი სართულის აივანი, რომელლიც ცოკოლის დონეზეა, უმოაჯიროა. მეორე სართულის აივანს კი ხის ფიცრული მოაჯირები აქვს, რომელშიც სხვადასხვა ფორმებია ამოჭრილი. აივანის სახურავი ხის სვეტებზეა დაყრდნობილი. სვეტებს შორის აჟურული დეკორით შემკობილი „ფრიზუა“, რომლის მოხაზულობა კარ-სარკმლის თაღების მოხაზილობის მსგავსია.

სახლის ღარისებრი კრამიტითაა დაბურული და მას ორკალთა სახურავი ახურავს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]