სარჩილი ფლუსი
იერსახე
სარჩილი ფლუსი (ლათ. Fluxus — „ნაკადი“, „დინება“) — არალითონური ნივთიერება, რომელსაც იყენებენ ნაჟანგის ფურჩის მოსაცილებლად სარჩილისა და დასარჩილავი მასალის ზედაპირზე და რჩილვის პროცესში მისი წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე სარჩილის ზედაპირული დაჭიმულობის შესამცირებლად. ზოგიერთი სარჩილი ფლუსის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა მასალის რჩილვისას, ზოგი კი სპეციალური დანიშნულებისაა. ფოლადისა და სპილენძის ნაკეთობების მაღალტემპერატურული რჩილვისათვის ყველაზე უნივერსალურია და -ის ფუძეზე დამზადებული სარჩილი ფლუსები; დაბალტემპერატურულისათვის — -ის ფუძის მქონე სარჩილი ფლუსი, ალუმინის შენადნობის რჩილვისათვის იყენებენ 8% , 10% , 32% და 50% -ის შემცველ ფლუსს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 111.