სარგის არარატიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სარგის არარატიანი
სარგის არარატიანი
სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის სოციალური დაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 მაისი, 1920 – 25 ნოემბერი, 1920
წინამორბედიარტაშეს ბაბალიანი
მემკვიდრეამბარცუმ ტერტერიანი

ფინანსთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 აგვისტო, 1919 – 5 მაისი, 1920
წინამორბედიგრიგორ ჯაღეთიანი
მემკვიდრეარტაშეს ენფიანიანი

დაბადებული1886
სომხეთი
გარდაცვლილი1943
ეროვნებასომეხი
პროფესიაქიმიკოსი
რელიგიასომხეთის სამოციქულო ეკლესია

სარგის შაჰნაზარ არარატიანი (სომხ. Սարգիս Արարատյան; დ. 1886 — გ. 1943) — სომეხი პოლიტიკოსი, ქიმიკოსი, სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი 1919-1920 წლებში და სოციალური დაცვის მინისტრი 1920 წელს.

სარგის არარატიანი პროფესიით ქიმიკოსი და ამასთანავე, ცნობილი პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე და ARF-ს (სომხეთის რევოლუციური ფედერაცია) წევრი იყო. იგი ბაქოში ცხოვრობდა, თუმცა, აქტიურ როლს თამაშობდა სომხეთის ეროვნულ ცხოვრებაში.

1918 წელს, იგი ბაქოს საკრებულოს წევრად აირჩიეს და მოლაპარაკებების წარმოების მიზნით, ირანში გაგზავნეს. 1918 წლის მიწურულს, მას შემდეგ, რაც სომხეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, იგი ერევანში გადავიდა. 1919-1920 წლების განმავლობაში, იგი ARF-ს ბიუროს და პარლამენტის წევრად აირჩიეს. 1919 წლის აგვისტოდან 1920 წლის მაისამდე, მას ფინანსთა და სურსათის მინისტრის თანამდებობები ეკავა, ხოლო 1920 წლის მაისიდან დეკემბრამდე, დახმარების და რეკონსტრუქციების მინისტრი იყო. 1920 წელს, არარატიანმა ერევანი დატოვა და ბუქარესტში გადავიდა საცხოვრებლად[1][2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sargis Araratyan - Encyclopaedia Orientica. ციტირების თარიღი: August 21, 2016
  2. Ministry of Finance (August 24, 2016).