სარა პოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სარა პოლი
Sarah Polley cropped 2009.jpg
დაბადების სახელი სარა ელენ პოლი
დაბადების თარიღი 8 იანვარი, 1979
ტორონტო, ონტარიო, კანადა
საქმიანობა სცენარისტი, რეჟისორი, მსახიობი, პროდუსერი, პოლიტიკური აქტივისტი
აქტიური 1985-დღემდე
მეუღლე(ები)

დევიდ უორნსბი (2003-2008)

დევიდ სენდომირსკი (2001-დღემდე)
შვილ(ებ)ი 2

სარა ელენ პოლი (ინგლ. Sarah Ellen Polley; დ. 8 იანვარი, 1979, ტორონტო, ონტარიო, კანადა) — კანადელი მსახიობი, მწერალი, რეჟისორი, პროდუსერი და პოლიტიკური აქტივისტი. პოლი სამსახიობო საქმიანობით ბავშვობიდან არის დაკავებული. იგი მონაწილეობას იღებდა კანადურ ტელესერიალში, სახელწოდებით „რამონა“ (1988) რომელიც ბევერლი კლერის წიგნებზეა დაფუძნებული. პოლი რამონა ქიმბის როლს ასრულებდა.

მონაწილეობა მიუღია ათეულობით სრულმეტრაჟიან ფილმებში, მათ შორის: „წადი“ (1999), „წყლის წონა“ (2000), „ჩემი ცხოვრება ჩემ გარეშე“ (2003), „მისტერ არავინ“ (2009).

2006 წელს მან თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, „შორს მისგან“ გადაიღო, რომელიც „ოსკარზე“ იყო ნომინირებული საუკეთესო ადაპტირებული სცენარისათვის.

მის დოკუმენტურ ფილმს, „ამბები, რომლებსაც ვყვებით“ (2012) ტორონტოს კინოკრიტიკოსების ასოციაციის მიერ საუკეთესო კანადური ფილმისთვის 100 000 $ გადაეცა.[1] პოლი არის სცენარისტი 2017 წელს გამოსული მინისერიალისა, სახელწოდებით „იგივე გრეისი“, რომელიც მარგარეტ ეტვუდის 1996 წელს გამოსულ იგივე სახელწოდების მქონე რომანზეა დაფუძნებული.[2]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარა პოლი 2011 წელს ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე

პოლი 1979 წელს ტორონტოში, ონტარიოში (კანადა) დაიბადა. დედამისი, დაიან პოლი მსახიობი და კასტინგის მენეჯერია. სარა პოლი ხუთი დედმამიშვილიდან ყველაზე უმცროსია. სამსახიობო კარიერა 4 წლის ასაკში დაიწყო დებიუტით „ერთი მაგიური შობა“ (1985, რეჟ. ფილიპ ბორსო). ამის შემდეგ იგი რამდენიმე ფილმსა და ტელესერიალში გადაიღეს, მათ შორის არის ტერი გილიამის ცნობილი ნამუშევარი, „ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი“ (1988) და PBS-ის საბავშვო სერიალი „რამონა“ (1988).

17 წლის ასაკში იგი პოლიტიკით დაინტერესდა და ფილმებში „ეგზოტიკა“ (1994) და „გაუზავებელი“ (1996) თამაშის შემდეგ, პოლმა სკოლაში სწავლა შეწყვიტა, მიატოვა სამსახიობო კარიერა და თავი პოლიტიკას მიუძღვნა, სადაც იგი მემარცხენე ფლანგის აქტივისტად იქცა. ეს პერიოდი რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდა.

კინო-კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1997 წელს იგი კინემატოგრაფს დაუბრუნდა და ატომ ეგოიანის ფილმში, სახელწოდებით „სახელოვანი მომავალი“, მთავარი როლი ითამაშა. ამ ფილმით მან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. „სახელოვანი მომავალი“ „ოსკარზე“ იყო ნომინირებული.

პოლი 2009 წელს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე

პოლის უთამაშია კანადელი რეჟისორების მნიშვნელოვან ფილმებში, როგორებიცაა ტომ ფიცჯერალდის „დაკიდული ბაღი“ (1997), კლემენტ ვირგოს „ჯუნიორ ბრაუნის პლანეტა“ (1997), დონ მაკკელარის „გუშინ ღამით“ (1998).

1999 წელს, 20 წლის ასაკში გადაიღო თავისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით „არ იფიქრო ორჯერ“ - შავი კომედია კაცის შესახებ, რომელიც იძულებულია, არჩევანი გააკეთოს თავის საყვარელსა და ოჯახს შორის.

2005 წელს ტიმ რობინსთან და ჯული კრისტისთან ერთად ითამაშა ფილმში „სიტყვების საიდუმლო ცხოვრება“. იგი ევროპული კინოაკადემიის მიერ საუკეთესო ევროპელი მსახიობის კატეგორიაში იყო ნომინირებული. პოლი ჰანას როლს ასრულებდა.[3]

2006 წელს პოლმა თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, „შორს მისგან“ გამოუშვა, რომელიც ელის მანროს მოთხრობის ადაპტაციაა. ამ ფილმისთვის პოლმა „ოსკარი“ მოიპოვა საუკეთესო ადაპტირებული სცენარის ნომინაციაში. მთავარ როლებს ჯული კრისტი და გორდონ პინსენტი ასრულებენ.

2007 წელს პოლი კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრი იყო.[4]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1999 „არ იფიქრო ორჯერ“ Don't Think Twice რეჟისორი, სცენარისტი, თანაპროდუსერი
1999 „ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღე The Best Day of My Life რეჟისორი, სცენარისტი
2001 „მე ვყვირი სიყვარულს“ I Shout Love რეჟისორი, სცენარისტი
2002 „ყველაფერი, რაც ახალი წლისთვის მინდა“ All I Want For Christmas რეჟისორი, სცენარისტი
2004 „შილდსის ისტორიები“ The Shields Stories რეჟისორი, სცენარისტი
2006 „შორს მისგან“ Away From Her რეჟისორი, სცენარისტი
2011 „მიიღე ეს ვალსი“ Take This Waltz რეჟისორი, სცენარისტი
2012 „ამბები, რომლებსაც ვყვებით“ Stories We Tell რეჟისორი, სცენარისტი
2013 „სცენის დადგმა“ Making a Scene რეჟისორი, სცენარისტი
2017 „იგივე გრეისი“ Alias Grace რეჟისორი, სცენარისტი
2020 „ჰეი, ლედი!“ Hey, Lady! რეჟისორი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]