სარაცენიასებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სარაცენიასებრნი
Sarracenia oreophila ne3.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ლათინური სახელი
Sarraceniaceae

სარაცენიასებრნი (Sarraceniaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. მწერიჭამია მრავალწლოვანი ბალახებია. მხოხავი ფესურა და დოქისებრი ან მილისებრი ფოთლები (ასციდიები) აქვთ, რითაც იჭერენ მწერებს და სხვა პატარ-პატარა ცხოველებს. კაშკაშად შეფერილი ფოთლები მოფენილია ჯირკვლებით, საიდანაც გამოიყოფა ნექტარი. მათი ყვავილები დიდია, მარტოული ან მტევნებად შეკრებილი. ნაყოფი კოლოფია, იხსნება საგდულებით. 17-მდე სახეობას აერთიანებს 3 გვარი: სარაცენია (Sarracenia), დარლინგტონია და ჰელიამფორა (Heliamphora). სარაცენიასებრნი გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ამერიკის ტენიან ტყეებსა და ჭაობებში, ჰელიამფორა (6 სახეობა) — სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში.

ლიტერატურა[რედაქტირება]