საპასუხო სვლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„საპასუხო სვლა“ („Ответный ход“) — კინორეჟისორ მიხეილ თუმანიშვილის მიერ 1981 წელს გადაღებული მხატვრული ფილმი, საბჭოთა მედესანტეების და საზღვაო ქვეითების ვარჯიშების შესახებ. ფილმ-დილოგიის მეორე ნაწილი (რომელიც დაიწყო ფილმით „განსაკუთრებული ყურადღების ზონაში“).

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხედრო წვრთნები „ფარი“ („Щит“) დასასრულს უახლოვდება. გემების დაჯგუფების ფორმირებებმა „იუჟნიმ“, რომლის შემადგენლობაში საზღვაო ქვეითები და სადესანტო პოლკიც შედის, უნდა შეუტიონ „სევერნის“ აეროდრომს, რომელსაც იცავს სანაპირო ბატარეა, მოტო-მსროლელთა პოლკი და დაცვის ბატალიონი. „სევერნის“ დივერსანტებმა, რომლებიც ფქვილის სატვირთო მანქანის ბუნკერში იმალებოდნენ, შეაღწიეს „იუჟნის“ კორდონის ზონაში, განიარაღეს ტარასოვი და ვოლენტირი, რომლებიც იცავდნენ მედესანტე პოლკის შტაბის უფროსს და დაიჭირეს ის საიდუმლო დოკუმენტაციით.

„იუჟნის“ სარდლობა გადაწყვეტს „სევერნის“ ზურგში დივერსიული ჯგუფის გაგზავნას, რომელშიც არიან ტარასოვი, ვოლენტირი და ორი საზღვაო ქვეითი: შვეცი და ზინოვიევა. დივერსანტებმა დაიჭირეს პოდპოლკოვნიკი მოროშკინი „სევერნის“ ჯგუფიდან, რომელმაც, როგორც გაირკვა, განზრახ დააჭერინა თავი და სხეულზე რადიო გადამცემი ჰქონდა დამალული. მაგრამ გადამცემს უპოვიან. ტარასოვი მას შემხვედრ ფარაში ცხვარს მიამაგრებს და ჩაშლის მტრის დევნის გეგმას. დივერსიული ჯგუფი შეაღწევს სანაპირო ბატარეაში და დაიკავებს საცეცხლე კონტროლის განყოფილებას. შემდეგ დივერსანტები გვირაბების სისტემით გადიან „სევერნის“ აეროდრომზე, თავს ესხმიან „სევერნის“ მობილურ სამეთაურო პუნქტს და გენერალ ნეფიოდოვის საიდუმლო დოკუმენტებს ჩაიგდებენ ხელში.

„იუჟნის“ მეთაური უცხადებს წვრთნების მეთაურს, რომ მან სპეციალურად დააჭერინა შტაბის უფროსი დეზინფორმაციის შემცველი დოკუმენტებით და თვალის ასახვევად გაგზავნილ ჯგუფს დაბრუნებას უბრძანებს. ზუევი დივერსანტებს მისდევს ჯავშანტრანსპორტიორ BTR-60PB– ით, მაგრამ ვოლენტირი მას ხელს შეუშლის, რის შედეგადაც მანქანა გზიდან გადადის და ხიდს ანგრევს. ვოლენტირი მძიმედ დაშავდა ხიდის ნამსხვრევებისგან. დევნის დროს ჯავშანტრანსპორტიორი ჭაობიან წყალში აღმოჩნდება. შვეცი და ტარასოვი ეხმარებიან „სევერნის“ მებრძოლებს დატოვონ ჩაძირული მანქანა, ხოლო ზინოვიევა მიემგზავრება სანაპიროზე და უფროსობას გადასცემს დოკუმენტებს. „იუჟნის“ ჯგუფი შეტევაზე გადადის.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბორის გალკინი — გვარდიის კაპიტანი ვიქტორ ტარასოვი
  • მიხაი ვოლონტირი — გვარდიის პრაპორშჩიკი ვოლენტირი
  • ვადიმ სპირიდონოვი — კაპიტანი ევგენი შვეცი
  • ელენა გლებოვა — სერჟანტი ანტონინა ზინოვიევა
  • ანატოლი კუზნეცოვი — გვარდიის პოდპოლკოვნიკი მოროშკინი, „სევერნის“ კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი
  • ალექსანდრე პიატკოვი — გვარდიის კაპიტანი ზუევი („ზუიჩი“)
  • ლაიმონას ნორეიკა — კონტრ -ადმირალი გუბანოვი, „იუჟნის“ ძალების მეთაური (ახმოვანებს ფელიქს იავორსკი)
  • დანიილ ნეტრებინი — 1-ლი რანგის კაპიტანი პოპოვი, „იუჟნის“ შტაბის უფროსი
  • ვლადიმერ მარენკოვი — გვარდიის პოლკოვნიკი ნოვიკოვი, „იუჟნის“ საჰაერო-სადესანტო პოლკის მეთაური
  • მიხაილ ჩიგარიოვი — გვარდიის პოდპოლკოვნიკი კოჩუბა, „იუჟნის“ სადესანტო პოლკის შტაბის უფროსი
  • ანატოლი რომაშინი — გენერალ-მაიორი ნეფიოდოვი, „სევერნის“ მეთაური
  • ლეონიდ ბელოზოროვიჩი — მაიორი ბუტკეევი, „სევერნის“ შტაბის უფროსი
  • მიხაილ ლეშჩინსკი — კამეო
  • სემიონ მოროზოვი — გამშვები პუნქტის პრაპორშჩიკი
  • ვალერი ხრომუშკინი — მედესანტე ოფიცერი საგზაო კომენდანტის პატრულში

გადამღები ჯგუფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რეჟისორი — მიხეილ თუმანიშვილი
  • სცენარის ავტორი — ევგენი მესიაცევი
  • ოპერატორი — ბორის ბონდარენკო
  • მხატვარი — სავეტ აღოიანი
  • კომპოზიტორი — ვიქტორ ბაბუშკინი
  • მონტაჟი — სვეტლანა ლიაშინსკაია
  • ფილმის დირექტორი — ვიტალი ბოგუსლავსკი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]