სან-პასკუალის ქალთა მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სან-პასკუალის ქალთა მონასტერი (ესპ. Convento de San Pascual) — სამეფო მონასტერი ესპანეთში, მადრიდის ავტონომიურ გაერთიანებაში, ქალაქ არანხუესში. აშენებულია 1765-1770 წლებში. დააარსა კარლ III-მ როგორც ფრანცისკანული მონასტერი. ისაბელ II-ის მეფობისას უბიწო ჩასახვის ორდენად გადაიქცა, ხოლო ამჟამად ეროვნული მემკვიდრეობის ადმინისტრაციას ექვემდებარება. სან-პასკუალის ქალთა მონასტრის არქიტექტორი იყო იტალიელი ფრანჩესკო საბატინი. მთავარი საკურთხეველი მოხატულია ანტონ რაფაელ მენგსის მიერ.[1] 1999 წლიდან სან-პასკუალის ქალთა მონასტერი კულტურული ინტერესების დაცვის ქვეშ იმყოფება.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Convento de San Pascual. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-13. ციტირების თარიღი: 2009-01-13.