შინაარსზე გადასვლა

სანის სოლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სანის სოლო (გერმ. Solo Sunny) – 1980 წელს გადაღებული აღმოსავლეთ გერმანული დრამატული ფილმი, რეჟისორები: კონრად ვოლფი და ვოლფგანგ კულჰააზი. ფილმი ნომინირებული იყო ბერლინის 30-ე კინოფესტივალზე, სადაც რენატა კროსნერმა მიიღო ვერცხლის დათვი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. სანის სოლო იყო კონრად ვოლფის ბოლო დასრულებული ფილმი.

ინგრიდ „სანი“ სომერი არის აღმოსავლეთ გერმანული ბენდის მომღერალი, რომელსაც ჰქვია the Tornadoes და რომლის ძირითადი მსმენელი ხანში შესული ხალხია. სანის ოცნებაა გახდეს სოლო მომღერალი, რასაც ჯერ ვერ ახერხებს. სანის შეუყვარდება ჯგუფის საქსოფონისტი რალფი. სანი რალფს სთხოვს რომ დაუწეროს მას სიმღერა, რასაც ბოლოს რალფი დათანხმდება. გამოსვლის წინ სცენიდან ჩამოსვლის გამო ჯგუფში სანის სხვა გოგოთი ჩაანაცვლებენ. ამის შემდეგ სანი ცდის სოლო კარიერას იმ სიმღერით რომელიც მანამდე მას რალფმა დაუწერა, მაგრამ იგი აღარ გრძნობს სიყვარულს აუდიტორიის მიმართ და ნებდება. საძილე კაფსულებისა და ალკოჰოლის მიღების გამო სანი ხვდება საავადმყოფოში და რჩება იქ სამკურნალოდ. სანი გამოჯანმრთელდება და ბრუნდება ქარხანაში სადაც ადრე მუშაობდა, მაგრამ იგი ცდილობს მალევე დაუბრუნდეს თავის ადგილს. ფილმი სრულდება იმით, რომ სანის მიიღებენ მომღერლად სხვა ჯგუფში.

  • ed. by Bergfelder, Tim; Carter, Erica; Göktürk, Deniz; sec. by Horst, Claus (2002). The German cinema book (Repr. ed.). London: British Film Institute. p. 145. ISBN 9780851709451.
  • Heiduschke, Sebastian (2013). East German cinema : DEFA and film history (First edition. ed.). New York: Palgrave Macmillan. pp. 115–119. ISBN 9781137322319.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]