შინაარსზე გადასვლა

სამხედრო გუბერნატორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამხედრო გუბერნატორი — სამხედრო-ადმინისტრაციული თანამდებობა. შეიქმნა რუსეთ-ირანის ომის პერიოდში, 1827 წელს, როცა საქართველოში გამოცხადდა საომარი მდგომარეობა, განაგებდა სამხედრო საქმეებს თბილისსა და თბილისის გუბერნიაში. სამხედრო გუბერნატორი ფაქტობრივად მთავარმმართველის მოადგილე იყო ყველა დარგში. მთავარმმართველის ადგილზე არყოფნის, ავადმყოფობის თუ სალაშქროდ გამგზავრების შემთხვევაში ქვეყანას სამხედრო გუბერნატორი განაგებდა. გაუქმდა 1842 წლის 21ნოემბერს.

  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ, 2002, გვ. 784