ნათხემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Cerebellum animation small.gif

ნათხემი — ადამიანისა და ხერხემლიანების თავის ტვინის ნაწილი მოგრძო ტვინსა და შუა ტვინს შორის. დიდ როლს თამაშობს უმთავრესად მოძრაობათა კოორდინაციაში, სხეულის წონასწორობის, პოზისა და ტონუსის დაცვაში. სწრაფად მოძრავ ცხოველებს განსაკუთრებით კარგად აქვთ განვითარებული.

ადამიანის ნათხემი მდებარეობს დიდი ტვინის კეფის წილებს ქვეშ ხიდსა და მოგრძო ტვინის დორსალურად. მისი წონა 150 გ, განივი დიამეტრი 12 სმ-ს აღწევს. ნათხემში განარჩევენ ცენტრალურ ვიწრო წილს — ნათხემის ჭიას და გვერდით წილებს — ჰემისფეროებს. ნათხემის ყოველგვარი დაზიანება ვლინდება საერთო ნიშნებით, რასაც ნათხემის სინდრომი ეწოდება. ნათხემის სინდრომს ახასიათებს თავის ტკივილი, პირღებინება, თავბრუ, ბარბაცით სიარული და სხვა. დარღვეულია მოძრაობის კოორდინაცია (ასინერგია).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]