სამღებროს ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამღებროს ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი კრწანისის რაიონი
ისტორიული რაიონი კალა

სამღებროს ქუჩათბილისის ერთ-ერთი უძველესი ქუჩა კრწანისის რაიონში (კალა), ვახტანგ გორგასლის I შესახვევიდან ბოტანიკურ ქუჩამდე. XIX საუკუნის დასაწყისში აქ გადმოიტანეს სამღებრო სახელოსნოები უძელესი სამღებრო რიგიდან — ლილახანიდან (ახლანდელი ანტონ კათალიკოსის ქუჩა), რაც გამოწვეული იყო დიდი ხანძრით, რომელიც მოხდა 1808 წელს სიონის ქუჩაზე და მიმდებარე შესახვევებზე. დაიწვა ბევრი სახელოსნო, მათ შორის სამღებრო. ახალი სადგომი ხელსაყრელი იყო იმით, რომ ის მდებარეობდა გოგირდის აბანოებთან ახლოს. ბუნებრივი თბილი წყარო ჩაედინებოდა მდ. დაბახანაში (წავკისისწყალი), სადაც მღებავები რეცხავდნენ ქსოვილებს. სამღებრო რიგს სამღებრო ქუჩა ეწოდა 70-იან წლებში. დატანილია თბილისის 1876 წლის გეგმაზე. მიემართება ვახტანგ გორგასლის ქუჩის პარალელურად სოლოლაკის ქედის კალთაზე. 1981 წელს ჩატარდა ქუჩის რეკონსტრუქცია და ნაწილობრივ განაშენიანება. ვახტან გორგასლის ქუჩის მხრიდან აიღეს ამორტიზებული სახლები, ხოლო ქუჩის მეორე მხარის ფასადი გაიხსნა ქალაქისაკენ. სახლების ეს რიგი კარგად აღიქმება მტკვრის მარცხენა სანაპიროდან და მეტეხის პლატოდან. მთელი ქჩა შეერწყა ციხის ძირის განაშენიანებას. ქუჩაზე დგას სუბ-გევორქის ეკლესია (ციხის დიდი ეკლესია). შემორჩენილია XIX საუკუნის საცხოვრებელის ახლები. აქვს I შესახვევი (ყოფილი ციხის შესახვევი), II შესახვევი (ყოფილი სამღებროს შესახვევი) და ჩიხი, რომელიც ამჟამად აღარ არსებობს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]