სამუელ გოტლიბ გმელინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სამუელ გოტლიბ გმელინი
გერმ. Samuel Gottlieb Gmelin
Samuel Gottlieb Gmelin 01.jpg
დაბ. თარიღი 4 ივლისი 1744(1744-07-04)[1]
დაბ. ადგილი ტუბინგენი
გარდ. თარიღი 27 ივლისი 1774(1774-07-27) (30 წლის)
გარდ. ადგილი ახმედკენტი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
სამეცნიერო სფერო ბოტანიკა
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ტიუბინგენის უნივერსიტეტი

სამუელ გოტლიბ გმელინი (გერმ. Samuel Gottlieb Gmelin; დ. 4 ივლისი, 1744, ტიუბინგენი — გ. 27 ივლისი, 1774, დაღესტანი) — გერმანელი ექიმი, ბოტანიკოსი და მოგზაური.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გმელინი მეცნიერ-ნატურალისტთა გერმანული ოჯახის წარმომადგენელი იყო. სწავლობდა მედიცინას ლეიდენის უნივერსიტეტში. დაინტერესებული იყო წყალმცენარეების ბოტანიკით. 1767 წელს მიიწვიეს რუსეთში და აირჩიეს პეტერბურგის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1768 წელს გამოაქვეყნა Historia Fucorum, ერთ-ერთი პირველი ნაშრომი ზღვის ბიოლოგიაში. 1768–74 წლებში აკადემიის დავალებით გმელინმა იოჰან გიულდენშტედტთან ერთად შეისწავლა ვოლგისა და დონის სათავეები, კავკასია (მათ შორის საქართველო), კასპიის ზღვის ნაპირები. ტყვედ ჩავარდა დაღესტანში და ტყვეობაშივე გარდაიცვალა. მის თხზულებაში „მოგზაურობა რუსეთში ბუნების სამი სამეფოს გამოკვლევისათვის“ (Reise durch Russland zur untersuchung der drey natur-reiche; I–III, 4 წიგნად; 1771–85 წლები) მრავალი საინტერესო მონაცემია ბუნებაზე, აღწერილია ცხოველთა ახალი სახეობები, მ. შ. ამჟამად ამომწყდარი გარეული ცხენი ტარპანი (Equus gmelini).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.