ნიკო ლომოურის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკო ლომოურის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
ისტორიული რაიონი ავლაბარი
წინა სახელები პოკროვსკის ქუჩა

ნიკო ლომოურის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი), მდებარეობს ქედის შესახვევიდან კონსტანტინე ცუცქირიძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც პოკროვსკის ქუჩა (სახელწოდება დაკავშირებულია აქ მდებარე „ოფიცერთა პოკროვსკის ყაზარმასთან“). 1923 წელს ნიკო ლომოურის სახელი ეწოდა. აქვს ერთი შესახვევი და ერთი ჩიხი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]