სამოთხის ფრინველისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამოთხის ფრინველისებრნი
პატარა სამოთხის ფრინველი
პატარა სამოთხის ფრინველი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  სამოთხის ფრინველისებრნი
ლათინური სახელი
Paradisaeidae

სამოთხის ფრინველისებრნი (ლათ. Paradisaeidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. აერთიანებს სხვადასხვა ზომის ფრინველებს. გავრცელებული არიან ახალი გვინეისა და მახლობელი კუნძულების ხშირ ტყეებში, რამდენიმე სახეობა — ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ავსტრალიის ტყის ზონაში. სამოთხის ფრინველისებრთვის დამახასიათებელია სქესობრივი დიმორფიზმი. მამლები უფრო მკვეთრი ფერის ბუმბულით არიან შემკულნი, აქვთ ე.წ. „სამკობი“ ბუმბული — წითელი, ყვითელი, ლურჯი ან მწვანე ფერისა. საერთო შეფერილობა მუქია. სამოთხის ფრინველისებრნი აერთიანებენ 20 გვარის 43 სახეობას. ბუდობენ ხეებზე, დედალი დებს 2 კვერცხს და კრუხობს. იკვებებიან კენკრით, თესლით, ხილით, მწერებით, იშვიათად ბაყაყებითა და ხვლიკებით. წინათ მასობრივად სპობდნენ ლამაზი ბუმბულის გამო, რომელსაც სამკაულად იყენებდნენ. ამჟამად მცირერიცხოვანნი არიან, რის გამოც მათ იცავენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]