სამკურნალო ძაღლის ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ძაღლის ენა
ძაღლის ენა Cynoglossum officinale Hundszunge (2).JPG
Cynoglossum officinale
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cynoglossum officinale

სამკურნალო ძაღლის ენა (სინ. ოსერო) Cynoglossum officinale — ორ ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი, ლაშქარასებრთა ოჯახიდან. ფოთლები ღეროზე მორიგეობით განლაგებული, ნაცრისფრად შებუსვილი, გრძელი, ლანცეტური; ქვედა ტოტები ფუძესთან ვიწრო და წაგრძელებული. ყვავილის გვირგვინი ძაბრისებრი. ყვავილობას იწყებს მაისში და გრძელდება ივლისის ჩათვლით. ყვავილი ჯერ მუქი იისფერია, შემდეგ მოყავისფრო-წითელ შეფერილობას იღებს.

სამკურნალო ძაღლის ენა გავრცელებულია ზომიერ სარტყელში და ტროპიკულ მთიანეთში, იზრდება მზიან ადგილებში, სარეველა ბალახებში, გზისპირებსა და ნაგავსაყრელებთან. მისი სიმაღლე მერყეობს 30-80 სმ-მდე. მცენარის თესლი შეიცავს პიროლიციდინის რიგის ალკოლოიდებს.

ხალხურ მედიცინაში იყენებდნენ როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას ძლიერი ხველების დასაწყნარებლად და ა.შ. ცივსისხლიან ცხოველებში მცენარის შხამის მცირე დოზაც კი იწვევს დამბლას, რის გამოც მას იყენებდნენ მღრღნელების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Herbert Weymar, Lehrnt Planzen kennen, Leipzig-Radebeul, 1972, გვ. 441