სამი სახალხო პრინციპი

ლოზუნგი «ჩინეთს გააერთიანებს „სამი სახალხო პრინციპი“» განთავსებული ტაივანის ერთ-ერთ კუნძულზე. ჩინეთის კუთვნილ საპირისპირო ნაპირზე განთავსებულია ლოზუნგი «ჩინეთს გააერთიანებს „ერთი ქვეყანა, ორი სისტემის“» პოლიტიკა.
სამი სახალხო პრინციპი (სანმინის დოქტრინა, ჩინ. 三民主義) — პოლიტიკური დოქტრინა, რომელიც შეიმუშავა ჩინელმა პოლიტიკოსმა და ფილოსოფოსმა სუნ იატსენმა. პოლიტიკური ფილოსოფიის ნაწილი, რომელიც მიმართული იყო ჩინეთის დამოუკიდებელ და ძლიერ სახელმწიფოდ ქცევისკენ.
„სამი სახალხო პრინციპის“ იდეა სუნ იატსენს აშშ-ში ყოფნის დროს მოაფიქრდა და შეიცავს ამერიკული პოლიტიკური აზროვნების ელემენტებს. სუნ იატსენი ამბობდა, რომ შთაგონებული იყო აბრაამ ლინკოლნის გეტისბურგის მიმართვით. ასევე სუნ იატსენზე დიდი გავლენა იქონია კონფიციანელობის იდეოლოგიამ.