სამედიცინო ტურიზმი ინდოეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინდოეთი

სამედიცინო ტურიზმი ინდოეთში—მზარდი სექტორია. 2020 წლის შუა რიცხვებში ინდოეთის სამედიცინო ტურიზმის სექტორი 5-6 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა [1]. 2017 წელს ინდოეთში სამედიცინო დახმარებისთვის 495 056 პაციენტი იმყოფებოდა. ინდოეთის სავაჭრო პალატების ფედერაციისა და Ernst & Young– ის მიერ მომზადებული 2019 წლის ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში ჩასული სამედიცინო ტურისტების უმეტესობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, შუა აღმოსავლეთიდან, აფრიკიდან და SAARC (სამხრეთ აზიის რეგიონალური თანამშრომლობის ასოციაცია) რეგიონიდან იყო.[2] ინდოეთი ასევე იღებს სამედიცინო ტურისტების მნიშვნელოვან რაოდენობას ავსტრალიიდან, კანადიდან, ჩინეთიდან, რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან [3]. ქალაქი ჩენაი ცნობილი გახდა, როგორც ინდოეთის ჯანმრთელობის დედაქალაქი.

უპირატესობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხარჯების მნიშვნელოვნი დაზოგვა ინდოეთში მკურნალობის უპირატესობაა. უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა,[4] [5] ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების მზარდი დაცვა, დასავლეთის ქვეყნებში, აშშ – სა და დიდ ბრიტანეთში მომზადებული ინგლისურენოვანი პერსონალი უცხოელების უმეტესობას ინდოეთში ენობრივი ბარიერის წინაშე არ აყენებს.

ღირებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოსპიტალი - ჩენაი

უმეტესი შეფასებების თანახმად, ინდოეთში მკურნალობის ღირებულება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში სამკურნალო პროცედურების ღირებულებასთან შედარებით დაახლოებით ათჯერ უფრო იაფია. [6] [7]ინდოეთში სამედიცინო მიზნით ჩასულ ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარულია ალტერნატიული მედიცინა, ძვლის ტვინის გადანერგვა, გულის შუნტირება, თვალის ოპერაცია და თეძოს ძვლის შეცვლა.

2019 წლის თებერვალში სამედიცინო ტურისტებისთვის განაცხადის სტიმულირებისა და მოგზაურობის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობამ გაამარტივა ელექტრონულ სავიზო ტურისტულ მომსახურებაზე წვდომა სამედიცინო ვიზების ჩათვლით. ამგვარი ვიზის მაქსიმალური ვადა 6 თვეა. [4] 2019 წლის 30 აგვისტოს მონაცემებით, უცხოელებს შეუძლიათ ნებისმიერი მკურნალობა ჩაიტარონ ინდოეთში სამედიცინო ვიზის გარეშე ორგანოთა გადანერგვის გარდა. [2]

ზრუნვის ხარისხი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდოეთში 39 JCI აკრედიტირებული საავადმყოფოა. ამასთან, ქვეყანაში ჩასული პაციენტისთვის მნიშვნელოვანია ექიმისა და საავადმყოფოს ოპტიმალური კომბინაციის პოვნა. მკურნალობის შემდეგ, პაციენტს აქვს არჩევანი ან გამოჯანმრთელდეს საავადმყოფოში ან ახლომდებარე ფასიან საცხოვრებელ ბინაში. ბევრი საავადმყოფო ასევე სთავაზობს ავადმყოფს ტელემედიცინის საშუალებით მკურნალობის გაგრძელების შესაძლებლობას.

ჩენაი რუკაზე

ქალაქი ჩენაი დასახელდა "ინდოეთის ჯანმრთელობის დედაქალაქად". [8][9] ქალაქის მასშტაბით მრავალფუნქციური და სუპერსპეციალური საავადმყოფოები დღეში დაახლოებით 150 უცხოელ პაციენტს ღებულობენ ჩენაი იზიდავს საზღვარგარეთიდან სამედიცინო ტურისტების დაახლოებით 45 პროცენტს.[10]ქალაქში ტურისტთა ნაკადის შედინების ფაქტორებში შედის დაბალი დანახარჯები, მოცდის ხანმოკლე პერიოდი ან საერთოდ არარსებობა[11]. და ქალაქის სპეციალიზებულ საავადმყოფოებში შეთავაზებული შესაძლებლობები [8]. ქალაქს აქვს დაახლოებით 12 500 საავადმყოფო საწოლი, საიდანაც მხოლოდ ნახევარს იყენებს ქალაქის მოსახლეობა, დანარჩენით კი ქვეყნის სხვა შტატების პაციენტები და უცხოელები სარგებლობენ. [12] სტომატოლოგიურმა კლინიკებმა განავითარა სტომატოლოგიური ტურიზმი ჩენაიში. [13]

კერძო დაწესებულებებმა და ორგანიზაციებმა, როგორიცაა Max Healthcare, კონსულტაცია გაუწიეს და უმკურნალეს 50,000-მდე უცხოელ პაციენტს ქვეყნის საავადმყოფოებში.

ინდოეთში სამედიცინო ტურიზმის პოპულარიზაციამდაეხმარა კერძო სექტორს გამოიყენოს ეს შესაძლებლობა ბაზარზე.[14]

დარპან ჯაინის, ინდოეთის მთავრობის ვაჭრობის დეპარტამენტის ერთობლივი მდივნის, სავაჭრო და მრეწველობის სამინისტროს თანახმად: „ინდოეთის ძალა მდგომარეობს ჩვენი ექიმების, დამხმარე პერსონალის, ექთნების მომზადების მაღალ დონესა და თანამედროვე ინფრასტრუქტურაში, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში წარმოიქმნა და რომელთა ნაწილი ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი განვითარებულ ქვეყნებშიც კი. ...“ [2]

მოგზაურობის გამარტივება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავრობამ მოხსნა სავიზო შეზღუდვები ტურისტულ ვიზებზე, რაც ადრე სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მსურველთა განმეორებითი ვიზიტების დროს ორთვიანი შუალედურ ვადას მოითხოვდა. ამან სამედიცინო ტურიზმის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი. [15] განსაზღვრული ქვეყნების ტურისტებისათვის შემოღებულ იქნა ჩასვლის სავიზო სქემა, რომელიც საშუალებას აძლევს უცხო ქვეყნის ინდოეთში დარჩნენ 30 დღის განმავლობაში სამედიცინო მიზნების გამო. 2016 წელს სამედიცინო ვიზების უმეტესი ნაწილი გამოიყენეს ბანგლადეშის, ავღანეთის, მალდივის რესპუბლიკის, კორეის და ნიგერიის მოქალაქეებმა [16]

ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდოეთში ენების მრავალფეროვნების მიუხედავად, ინგლისური ოფიციალური ენაა და ფართოდ გამოიყენება როგორც მოსახლეობას, ისე სამედიცინო დარგის პროფესიონალებს შორის. ნოიდაში, მთელ რიგ საავადმყოფოებში დაიქირავეს ენის თარჯიმნები, რათა ბალკანეთისა და აფრიკის ქვეყნების პაციენტებმა უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი.[17]

სამედიცინო ტურისტული კომპანიების დიდი რაოდენობა ეხმარება უცხოელებს, განსაკუთრებით არაბული, რუსული, ინგლისური და ბენგლაურენოვანი ქვეყნების პაციენტებს [C].

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის ნოემბრის ეკონომიკური Times- ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ინდოეთში ჩამოსული სამედიცინო ტურისტებისგან მაჰარაშტრა იღებს 27% -ს,ჩენაი - დაახლოებით 15% -ს და კერალა - თითქმის 5-7% -ს. [2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Medical tourism companies turn to telemedicine in wake of Covid-19".[მკვდარი ბმული] Hindustan Times. Retrieved July 10, 2020.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Mabiyan, Rashmi (November 20, 2019). "Is India doing enough to carve a niche in medical tourism?". The Economic Times. Retrieved July 10, 2020.
  3. Katz, Alexandra (April 16, 2015). "India emerges as new destination for Russian medical tourists"[მკვდარი ბმული]. Retrieved February 12, 2020.
  4. 4.0 4.1 "Centre liberalises e-Visa regime to make it more tourist friendly".[მკვდარი ბმული] The Economic Times. 2019-02-15. Retrieved 2019-03-14.
  5. "Reason to smile". The Hindu. 2011-10-24.
  6. "Indian medical care goes global", Aljazeera.Net, June 18, 2006 Nov 11, 2006
  7. Laurie Goering, "For big surgery, Delhi is dealing,"[მკვდარი ბმული] The Chicago Tribune, March 28, 2008
  8. 8.0 8.1 Hamid, Zubeda (20 August 2012). "The medical capital's place in history". The Hindu. Chennai. Retrieved 15 Sep 2012.
  9. National Accreditation Board for Hospitals & Healthcare Providers. "Chennai – India's Health Capital" დაარქივებული 2021-08-18 საიტზე Wayback Machine. . India Health Visit. Retrieved 1 Sep 2012.
  10. Chennai High: City gets most foreign tourists". The Times of India. Chennai: The Times Group. 27 August 2010. Retrieved 11 Sep 2012.
  11. Porecha, Maitri (8 August 2012). "Long wait makes patients head south". Daily News & Analysis. Mumbai: DNAIndia.com. Retrieved 15 Sep 2012.
  12. Country's med capital to get 3,000 more beds". The Times of India. Chennai: The Times Group. 16 July 2011.
  13. Rajan, Manoj (4 October 2011). "Foreigners flock to city for dental care". The Times of India. Chennai: The Times of India. Retrieved 2 Jan 2013.
  14. Manveena Suri. "India wants to make medical tourism a $9 billion industry by 2020".[მკვდარი ბმული] CNN. Retrieved 2019-03-15.
  15. "Easing of visa norms to boost medical tourism".[მკვდარი ბმული] The Times of India დაარქივებული 2013-07-11 საიტზე Wayback Machine. . 2012-12-05.
  16. "Medical tourism to keep pharma industry in good health: Study". dna. 20 February 2017. Retrieved 20 February2017.
  17. "Medical translators to aid foreign patients".[მკვდარი ბმული] The Times of India. 2013-01-24.