სალდა (ტაგილის შენაკადი)
იერსახე
| სალდა | |
|---|---|
|
სალდისა და ტაგილის შეერთების ადგილი | |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | სვერდლოვსკის ოლქი |
| ქალაქები | ვერხნაია-სალდა, ნიჟნაია-სალდა |
| სათავე | 57°50′10″ ჩ. გ. 60°15′39″ ა. გ. / 57.83611° ჩ. გ. 60.26083° ა. გ. |
| შესართავი |
ტაგილი 58°13′47″ ჩ. გ. 61°03′17″ ა. გ. / 58.22972° ჩ. გ. 61.05472° ა. გ. |
| სიგრძე | 122 კმ |
| აუზის ფართობი | 1770 კმ² |
| მდინარის სისტემა | ტაგილი → ტურა → ტობოლი → ირტიში → ობი → კარის ზღვა |
|
| |
სალდა (რუს. Салда) — მდინარე რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქში; ტაგილის (ობის აუზი) მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 122 კმ, აუზის ფართობი 1770 კმ². სათავეს იღებს შუა ურალის აღმოსავლეთ კალთაზე. იკვებება უმეტესად თოვლის წყლით. წყლის საშუალო ხარჯი შესართავიდან 4 კმ-ზე — 7,2 მ³/წმ. იყინება ოქტომბრის ბოლოს – ნოემბრის დასაწყისში, ლღვება აპრილში. მდინარეზეა ქალაქები: ვერხნაია-სალდა და ნიჟნაია-სალდა.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Салда // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 22 — М., 1975.