ღორისქადა
იერსახე
| ღორისქადა | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Lactuca | ||||||||||||
| ||||||||||||
ღორისქადა (ლათ. Lactuca) — მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. ერთ-, ორ-, ან მრავალწლოვანი ბალახებია, იშვიათად ნახევრად ბუჩქები.
ასზე მეტი სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და აფრიკაში, მცირე რაოდენობა - ამერიკაში. საქართველოში 8 სახეობა იზრდება უდაბნოსა და ნახევრად უდაბნოს ფორმაციებში, დამლაშებულ ნიადაგზე, ტყისპირებზე, ბუჩქნარებში, მშრალ ფერდობებზე, ნათესებში როგორც სარეველა. ზოგიერთი სახეობა შეიცავს რძეწვენს, რომელიც ჰაერზე მაგრდება. მნიშვნელოვანი ბოსტნეული მცენარეა სალათა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 597.