საკონსტიტუციო წარდგინება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საკონსტიტუციო წარდგინება — საქართველოს პარლამენტის ან საქმის განმხილველი სასამართლოს (პირველი, მეორე ან მესამე ინსტანციის) მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განხორციელებული წარდგინება. პარლამენტი მიმართავს წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედით. საკონსტიტუციო წარდგინება და საკონსტიტუციო სარჩელი წარმოადგენენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმოების საფუძველს.