საკი[1] (ლათ.Pithecia) — ცხვირფართო მაიმუნებისგვარისაკისებრთაოჯახისა. მოიცავს 13–16 სახეობას;[2][3][4] მათ შორისაა: საკი-ბერი (P. monachus), თეთრი ანუ თეთრსახა (P. pithecia), სამხრეთული (P. irrorata), თეთრფეხა (P. albicans), ეკვატორული (P. aequatorialis) და სხვ. გავრცელებული არიან სამხრეთ ამერიკისტროპიკულ ტყეებში. მათი სხეულის სიგრძეა 30–71 სმ, კუდისა — 26–54 სმ, მასა 0,7–1,7 კგ. აქვთ გრძელი, ხშირი და რბილი ბეწვი. თეთრ საკის თავი თეთრი აქვს, ტანი და კიდურები კი — შავი. სხვა სახეობების შეფერილობა უფრო ერთფეროვანია, შავი, ვერცხლისფერ-რუხი ან მურა. ბინადრობენ ხეების ზედა იარუსებზე. აქტიურები არიან დღისით. იკვებებიან ნაყოფებით, კენკრით, ფოთლებით, მცირე ზომის ხერხემლიანებით; ზოგჯერ იჭერენ ღამურების ფუღუროებში. ცხოვრობენ მცირე ოჯახურ ჯგუფებად. ურთიერთობენ ხმამაღალი ყვირილის საშუალებით. მაკეობა 163–176 დღე გრძელდება. შობენ, ჩვეულებრივ, 1 ნაშიერს, რომელიც დამოუკიდებელი ხდება 6 თვის ასაკიდან. ტყვეობაში ცხოვრობენ 35 წლამდე. ადგილობრივი მოსახლეობა მათზე ხორცის გამო ნადირობს.[5]