საკანონო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

საკანონო (სამართლის ისტორია), საეკლესიო სასჯელი ძველ საქართველოში. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, საკანონო „ცოდვის“ („ავის ქნის“, „ბოროტის, გინა უშჯულოების“) „საზღაურს“, „ცოდვისათვის გარდასაჴადს“ ერქვა. საკანონო მონანიებითი სასჯელი იყო და იგი შემცოდეს განკანონების წესით დაედებოდა. მისი ოდენობა შეცოდების სიმძიმით განისაზღვრებოდა. მაგ., წილკნის ღვთისმშობლის სამწყსოს სიგელის მიხედვით (1669), უზიარებლად ან მოუნათლავად გარდაცვლილის ჭირისუფალს საკანონოდ ერთიხარი, ჯვარდაუწერელად შეუღლებულებს - 2 ცხვარი და 2 ხარი, კაცისმკვლელს კი 5 ხარი უნდა გადაეხადა. კანონით განსაზღვრულ (კერძოდ კაცის მკვლელობის) შემთხვევებში საკანონო დამნაშავეს საერთო სასჯელის დამატებით ეკისრებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფუტკარაძე ი., ქსე, ტ. 8, გვ. 669, თბ., 1984