საირმის მეწყერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საირმის მეწყერი — სოფ. ჭრებალოსა და ალპანას შორის მდ. რიონის მარჯ. მხარეს ზ.დ. -დან 800მ სიმაღლეზე მდებარე სოფ. საირმესთან ერთმანეთზე მიწყობილ რამდენიმე კლდოვან მასივს პირამიდის ფორმა მიუღია. გეოლოგები მათ ბლოკურ სტრუქტურულ მეწყერს უწოდებენ. კლდეებს კოშკისებრი, რქისებური, სამკუთხედისებური ფორმები აქვს. მათი შეფარდებითი სიმაღლე რამდენიმე ათეული მეტრია. საირმესთან რიონი ქმნის კანიონს, რომლის სიმაღლე 100მ-მდეა.