საიმონ სებაგ-მონტეფიორე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საიმონ სებაგ-მონტეფიორე
დაბადების თარიღი 27 ივნისი, 1965(1965-06-27)[1] (58 წლის)
დაბადების ადგილი ლონდონი
საქმიანობა ჟურნალისტი, ისტორიკოსი, მწერალი და ბიოგრაფი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი ჰეროუს სკოლა, გონვილი და კაიუსის კოლეჯი და Ludgrove School
ჯილდოები ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი და Grand prix de la biographie politique[2]
მეუღლე Santa Montefiore
შვილ(ებ)ი Lily Sebag-Montefiore[3] და Sasha Sebag-Montefiore[3]
საიტი simonsebagmontefiore.com

საიმონ სებაგ-მონტეფიორე (ინგლ. Simon Sebag Montefiore; დ. 27 ივნისი 1965, ლონდონი) — ინგლისელი ისტორიკოსი, ჟურნალისტი და მწერალი. რუსეთის ისტორიის სპეციალისტი.

სებაგ-მონტეფიორემ განათლება ჯერ ლუდგროვის სკოლაში, შემდეგ კი კემბრიჯის უნივერსიტეტის კოლეჯში მიიღო.

1990-იან წლებში, როგორც ჟურნალისტი, ბევრს მოგზაურობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.

მისი წიგნები მსოფლიო ბესტსელერები გახდა და 34 ენაზეა დამოცემული.

2000 წელს გამოსული მისი ისტორიული წიგნი, ეკატერინე დიდი და პოტიომკინი, სამუელ ჯონსონის, დუფ კუპერის და მარშ ბიოგრაფის პრემიებზე იყო წარდგენილი.

2004 წელს სტალინი: წითელი მეფის კარი, ინგლისში წლის საუკეთესო ისტორიული წიგნის პრემიის მფლობელი გახდა.

2007 წელს გამოვიდა ახალგაზრდა სტალინი, რომელშიც ბელადის ახალგაზრდობა არის აღწერილი. ამ წიგნმა, როგორც საუკეთესო დოკუმეტურმა პროზამ, ბრიტანეთის ლიტერატურული პრემია, „კოსტა“ დაიმსახურა. მასვე გადაეცა საუკეთესო ბიოგრაფიული ნაწარმოებისთვის განკუთვნილი პრემია, ლა ტაიმსი და საუკეთესო პოლიტიკური ლიტერატურისთვის განკუთვნილი ბრუნო კრეისკის პრემია.

დღეისთვის ახალგზარდა სტალინის ეკრანიზაციაზე მუშაობს მირამაქს ფილმზი და რაბი ფილმზი, რომლებმაც ნაწარმოებზე საავტორო უფლება შეიძინეს.

ახალი ნოველა, საშენკა, საიმონ მონტეფიორეს სახელით გამოვიდა და 14 ენაზე გამოიცა, მათ შორის რუსულადაც.

მისი მომავალი ისტორიული წიგნი, იერუსალიმი: ბიოგრაფია, ახლო აღმოსავლეთის უახლეს ისტორიას ეხება.

ამჟამად სებაგ-მონტეფიორე ცხოვრობს ლონდონში მეუღლესთან, ნოველის სანტა მონტეფიორესა და ორ შვილთან ერთად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  2. Who's who(untranslated), 1849. — ISSN 0083-937X
  3. 3.0 3.1 Lundy D. R. The Peerage