სათლეს ციხე
იერსახე
სათლე | |
---|---|
მდებარეობა | თურქეთი |
ფართობი | 0.080×0,070 კმ² |
მასალა | კირი |
სათლე, სათლელი, შავშეთი — ციხე თურქეთში. მდებარეობს ართვინის პროვინციის შავშეთის რაიონის ქალაქ შავშეთში (ძვ.: სათლე/სათლელი); ზღვის დონიდან 900 მეტრზე. ნაგებია კირით. კომპლექსი მოიცავს ეკლესიასა და ძირითად კონსტრუქციას.
მდებარეობს ქალაქის განაპირას, დასავლეთ მხარეს, მდინარეების შესართავთან. ციხე, თავისი მასშტაბით, შავშეთის რეგიონში გამორჩეული სიმაგრეა. თანამედროვე თურქულ წყაროებში ძირითადად შავშეთის ციხედ არის მოხსენიებული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კუდავა ბ., ტაო-კლარჯეთი: ისტორიისა და კულტურის ძეგლები, გვ. 311, თბ., 2017.