საგარეჯოს ბიბლიოთეკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საგარეჯოს ბიბლიოთეკა
ქვეყანა საქართველო
დაარსდა 1876
მდებარეობა საგარეჯო, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

საგარეჯოს ბიბლიოთეკა — ბიბლიოთეკა, ისტორიული ძეგლი საგარეჯოში. მდებარეობს რუსთაველის 13-ში. ბიბლიოთეკა დაარსდა 1876 წელს სახალხო მასწავლებლის ალექსანდრე ცხვედაძის ინიციატივით. თავდაპირველად იყო სასკოლო, ხოლო 1889 წლიდან გახდა სახალხო. 1895-1903 წლებში განთავსებული იყო მჭედელ ალექსი ვაშაძის სახლში. ამ დროს მას განაგებდა მასწავლებელი სპირიდონ გაბელაშვილი. ბიბლიოტეკისთვის წიგნები შეუწირავს შიო არაგვისპირელს. XIX საუკუნის 90-იან წლებში ბიბლიოთეკაში ინახებოდა მრავალი იშვიათი წიგნი. ბიბლიოთეკამ მრავალჯერ შეიცვალა ბინა და 1978 წლიდან განთავსებულია კულტურის სახლის შენობაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]