საბუის ხმალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საბუეს ხმალა — არქიტექტურული ძეგლი დგას ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია დარბაზულია (6.2 x 4.5 მეტრი). ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია: მთელ სიმაღლეზეა მორღვეული დასავლეთ ორივე კუთხე, დაბზარულია კედლები, კონქი, ჩამოშლილია ლავგარდანი. აყრილია კრამიტის სახურავი.

ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა, კარი კვადრატული აგურით ნაწყობი, შეისრული თაღითაა დასრულებული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე გაჭრილია შეისრულთაღიანი სარკმელი. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშაა. თითო შეისრულთაღოვანი სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშიცაა. კამარა სხმულია. იგი ცილინდრული ფორმისაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]