საბუის მეხუთე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საბუის მეხუთე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ საბუის ჩრდილოეთით, 2,5 კილომეტრზე, ტყეში, მდინარე არეშის ერთ-ერთი შენაკადი ღელის მარცხენა ნაპირზე, მისგან 30-40 მეტრის მანძილზე, განეკუთვნება ადრინდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (8X4,8 მ). ნაგებია ნატეხი ქვითა და თიხის ხსნარით — უსაძირკვლოდ. დანგრეულია. კედლები შემორჩენილია 0,9 მეტრ სიმაღლეზე.

ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს: ჩრდილოეთით, დასავლეთით და სამხრეთით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდის შუაში, იატაკიდან 0,2 მეტრ სიმაღლეზე, შემორჩენილია ნახევარწრიული შეღრმავების (სიგანე — 0,8 მ) ქვედა ნაწილი.

ეკლესიას სამხრეთ მხრიდან მინაშენი ჰქონია, რომლისგანაც აღმოსავლეთ კედელი და სამხრეთ კედლის ნაწილია (სიმაღლე — 0,3 მ) შემორჩენილი.

ეკლესია გადახურული ყოფილა ბრტყელი და ღარისებრი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]