სააჩის გალერეა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სააჩის გალერეა
ინგლ. Saatchi Gallery
51°29′26″ ჩ. გ. 0°09′32″ დ. გ. / 51.490611° ჩ. გ. 0.158889° დ. გ. / 51.490611; -0.158889
დაარსდა 1985
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
მდებარეობა კენსინგტონი და ჩელსი
ვიზიტორები 1,003,376 (2016)
ოფიციალური საიტი http://www.saatchigallery.com/
Map

სააჩის გალერეა (ინგლ. Saatchi Galler) — თანამედროვე ხელოვნების გალერეა ლონდონში, რომელიც გაიხსნა ჩარლზ სააჩის მიერ 1985 წელს. მას თავისი კოლექციის საზოგადოებისთვის ჩვენება სურდა. მუზეუმს თავიდან დაკავებული ჰქონდა სხვადასხვა შენობა, ჯერ ჩრდილოეთ ლონდონში, შემდეგ სამხრეთ სანაპიროზე მდინარე ტემზასთან და ბოლოს ჩელსიში, სადაც ახლა მუზეუმი დგას. მუზეუმში გამოფენილი იყო ხელოვნების ნიმუშები მთელი მსოფლიოდან, დაწყებული ამერიკელი მხატვრებითა და მინიმალიზმით, დამთავრებული ჩინური ხელოვნებით. 2019 წელს, გალერეა გადაკეთდა საქველმოქმედო ორგანიზაციად და კერძო შემოწირულობებზეა დამოკიდებული.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გახსნა და გამოფენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სააჩის გალერეა გაიხსნა 1985 წელს ლონდონში, 30,000 კვადრატული ფუტის (2,800 მ 2) გამოუყენებელ საღებავის ქარხანაში. პირველი გამოფენა გაიმართა 1985 წლის მარტში, რომელიც გაგრძელდა ოქტომბრამდე. იქ წარმოდგენილი იყო ამერიკელი მინიმალისტის დონალდ ჯადის, ამერიკელი აბსტრაქციონისტების ბრიუს მარდენისა და ცი ტუმბლის და ამერიკელი პოპ მხატვრის ენდი უორჰოლის მრავალი ნამუშევარი. ეს იყო პირველი გამოფენა ბრიტანეთში Twombly and Marden–ისთვის.

ამას მოჰყვა 1985 წლის გამოფენა, რომელიც გაგრძელდა იმ წლის დეკემბერიდან 1986 წლის ივლისამდე, სადაც წარმოდგენილი იყო ამერიკელი მოქანდაკის ჯონ ჩემბერლენის, ამერიკელი მინიმალისტების დენ ფლავინის, სოლ ლევიტის, რობერტ რაიმანის, ფრენკ სტელას და კარლ ანდრეის ნამუშევრები. 1986 წლის სექტემბრიდან 1987 წლის ივლისამდე გალერეაში გამოფენილი იყო გერმანელი მხატვრის ანსელმ კიფერის და ამერიკელი მინიმალისტი მოქანდაკის რიჩარდ სერას ნამუშევრები. გამოფენილი სერას ქანდაკებები იმდენად დიდი იყო, რომ გალერეის მიმდებარედ მომვლელის ბინა დაანგრიეს, რათა ადგილი ჰქონოდათ მათთვის.

1987 წლის სექტემბრიდან 1988 წლის იანვარამდე სააჩის გალერეაში მოეწყო ორი გამოფენა სახელწოდებით New York Art Now, რომელშიც წარმოდგენილი იყო შემდეგი მხატვრების ნამუშვრები: ჯეფ კუნსი, რობერტ გობერის, პიტერ ჰალი, ჰაიმ შტაინბახი, ფილიპ ტააფე და კაროლ დუნჰემი. ამ გამოფენამ ეს მხატვრები პირველად გააცნო დიდ ბრიტანეთს. მინიმალიზმისა და პოპ-ხელოვნების ნაზავმა გავლენა მოახდინა ბევრ ახალგაზრდა ხელოვანზე.

1988 წლის აპრილსა და ოქტომბერში გამოფენილი იყო ამერიკელი ფიგურალური მხატვრის ლეონ გოლუბის, გერმანელი მხატვრისა და ფოტოგრაფის ზიგმარ პოლკის და ამერიკელი აბსტრაქტული ექსპრესიონისტი მხატვრის ფილიპ გასტონის ნამუშევრები. 1988 წლის ნოემბერსა 1989 წლის აპრილში გამართულ ჯგუფურ შოუში მონაწილეობდნენ თანამედროვე ამერიკელი მხატვრები, რომელთა შორის იყო ერიკ ფიშლი. აპრილიდან ოქტომბრამდე გალერეაში მოეწყო ამერიკელი მინიმალისტის რობერტ მანგოლდისა და ამერიკელი კონცეპტუალური მხატვრის ბრიუს ნაუმანის გამოფენები. 1989 წლის ნოემბრიდან 1990 წლის თებერვლამდე მიმდინარეობდა გამოფენათა სერია, რომელიც წარმოადგენდა ლონდონის სკოლის მხატვრებს, მათ შორის ლუსიან ფროიდს, ფრენკ აუერბახს, ლეონ კოსოფს და ჰოვარდ ჰოჯკინს.

1991 წლის იანვარ-ივლისში გალერეაში გამოიფინა ამერიკელი პოპ მხატვრის რიჩარდ არჩვაგერის, ამერიკელი ფოტოგრაფის სინდი შერმანისა და ბრიტანელი ინსტალაციის მხატვრის რიჩარდ უილსონის ნამუშევრები. 1991 წლის სექტემბრიდან 1992 წლის თებერვლამდე მოეწყო ჯგუფური ჩვენება, მათ შორის იყო ამერიკელი ფოტოგრაფი ანდრეს სერანო.

სასამართლო საქმე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სააჩის გალერეა County Hall-ში 20032005 წლებში

გალერეის მიერ County Hall-ის დაქირავება სირთულეებთან იყო დაკავშირებული მაკოტო ოკამოტოსთან, რომელსაც სააჩი უჩიოდა ნამუშევრების ,,გამოყრისა" და დალუქული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ტუალეტების გამო.

2005 წლის 28 სექტემბერს, გალერეა გადავიდა იორკის ჰერცოგის შტაბში, ჩელსიში, ახალ და უფრო დიდ შენობაში, თუმცა სააჩის თქმით, წასვლა იყო ,,ტრაგიკული".[1] 2005 წლის 6 ოქტომბერს დაიწყო სასამართლო საქმე, აღძრული County Hall-ის მფლობელებისა და მესაკუთრის, შირაიამა შოკუსანის კომპანიისა და Cadogan Leisure Investments– ის მიერ Danovo-ს წინააღმდეგ, რომელიც მოღვაწეობდა როგორც სააჩის გალერეა.[2] საქმეში შედიოდა სავარაუდო პირობების დარღვევა, მათ შორის ბილეთის ორჯერ შეთავაზება ჟურნალ Time Out- ში და სამუშაოს გამოფენა არასანქცირებულ ადგილებში.[3] გადაწყვეტილება გალერეის წინააღმდეგ მიიღეს. Danovo გაიყიდა 1.8 მილიონი ფუნტი სტერლინგით, რადგან მან ვერ გადაიხადა სასამართლოს მიერ დანიშნული ჯარიმა.[4]

დაპირისპირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1997 წელს ლონდონში ჩატარდა ჩარლზ სააჩის გამოფენა Sensation, სადაც გამოფენილი იყო მარკუს ჰარვის გიგანტური ნახატი, რომელზეც მირა ჰინდლი (ბრიტანეთში ყველაზე ბოროტ ქალად წოდებული) იყო გამოსახული. ნახატი შექმნილი იყო ბავშვების ხელის ანაბეჭდებით. ნახატს ამის გამო თავს დაესხა ორი მამაკაცი მელნით და კვერცხებით, რომლებიც იყვნენ დედების მკვლელობისა და აგრესიის წინააღმდეგ საპროტესტო ჯგუფის წევრები. მათი მეთაურია ვინი ჯონსონი, რომელიც ჰინდლის ერთ-ერთი მსხვერპლის ნათესავია. ნამუშევარი აღდგა და გამოიფინა ისევ.[5]

ნიუ-იორკში Sensation-ს ჩვენებამ გაანაწყენა მერი რუდოლფ ჯულიანი, კრის ოფილის ნახატის გამო, „ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი", რომელიც ნაწილობრივ დახატული იყო სპილოს ფეკალური მასებით.[6] ჯულიანმა, რომელმაც ნახა ნამუშევარი კატალოგში, მაგრამ არა შოუში, უწოდა მას ,,ავადმყოფური ნივთი" და დაემუქრა მუზეუმს ყოველწლიური 7 მილიონი დოლარის გრანტის გაუქმებით. ასევე ნახატს მანდელ განქროუსმა ,,ღრმად შეურაცხმყოფელი" უწოდა.[7] რელიგიური და სამოქალაქო უფლებების კათოლიკური ლიგის პრეზიდენტმა უილიამ დონოჰუმ თქვა, რომ ნაშრომი იწვევდა უკმაყოფილებას[6]. ჯულიანმა დაიწყო სასამართლო პროცესი მუზეუმის გამოსახლების მიზნით და არნოლდ ლემანმა, მუზეუმის დირექტორმა, შეიტანა ფედერალური სარჩელი ჯულიანის წინააღმდეგ პირველი შესწორების დარღვევის გამო.[7]

ჰილარი კლინტონმა და ნიუ-იორკის სამოქალაქო თავისუფლებათა გაერთიანებამ ისაუბრეს მუზეუმზე. The New York Times– ის სარედაქციო საბჭომ თქვა, რომ ჯულიანი „ჰპირდება ახალი ყინულის ხანის დაწყებას ნიუ-იორკის კულტურულ საქმეებში“. ართურ მილერის, კურტ ვონეგუტისა და სიუზან ზონტაგის თქმით მერი ,,აშკარად უგულებელყოფს ხელოვნების თავისუფლების კონსტიტუციურ დაცვას".[7] მუზეუმმა გამოუშვა ყვითელი ბეჭედი, რომელშიც ნათქვამია, რომ ნამუშევრებმა ,,შეიძლება გამოიწვიოს შოკი, დაბნეულობა, პანიკა, ეიფორია და შფოთვა".[8] ჯეფრი ჰოგრეფი, New York Observer ხელოვნებათმცოდნე, ამბობს: ,,მათ სურდათ მოეპოვებინათ საჯაროობა და მიიღეს. მე ვფიქრობ, რომ ეს გათვლილი იყო." New York Art & Auction magazine- ის მთავარმა რედაქტორმა, ბრიუსი ვოლმერმა თქვა: ,,როდესაც ჩხუბი საბოლოოდ დასრულდება, ერთადერთი ღიმილი იქნება ჩარლზ სააჩის სახეზე." ჯულიანმა წააგო სასამართლო პროცესი და იძულებული გახდა აღედგინა დაფინანსება.[9]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Higgins, Charlotte. (28 September 2005) Saatchi blames 'malevolent' atmosphere and says sad goodbye to the South Bank. ციტირების თარიღი: 15 October 2008
  2. Saatchi in 'deep rage' during row over toilet. the Guardian (7 October 2005).
  3. Saatchi Gallery row at High Court. BBC (6 October 2005). ციტირების თარიღი: 15 October 2005
  4. Hugh Muir. (9 March 2006) Saatchi firm wound up with debts of £1.8m. the Guardian.
  5. "Sensation sparks New York storm", BBC, 23 September 1999. Retrieved 17 October 2008.
  6. 6.0 6.1 "Sensation sparks New York storm", BBC, 23 September 1999. Retrieved 17 October 2008.
  7. 7.0 7.1 7.2 Davies, Hugh; Fenton, Ben. "Whiff of sensation hits New York", The Daily Telegraph, 2 October 1999. Retrieved 17 October 2008.
  8. Rapp, Christopher. "Dung Deal – Brooklyn Museum of Art's "Sensation" exhibition", National Review, 25 October 1999. Retrieved 17 October 2008.
  9. Vogel, Carol. "Australian Museum cancels controversial art show", The New York Times, 1 December 1999. Retrieved 17 October 2008.