საადმირალოს სანაპირო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საადმირალოს სანაპირო
Admiralty Embankment - 1881.jpg
ალექსანდრე ბეგროვის ნახატი „ხედი ნევაზე ზამთრის სასახლიდან“, 1881 წელი
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ქალაქი სანქტ-პეტერბურგი
რაიონი საადმირალოს რაიონი
წინა სახელები როშალის სანაპირო
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810691000

საადმირალოს სანაპირო (რუს. Адмиралтейская набережная) — სანაპირო სანქტ-პეტერბურგის საადმირალოს რაიონში. გადის მდინარე დიდი ნევის და საადმირალოს მეორე კუნძულის სანაპიროზე. სანაპიროს 1918 წლიდან 1944 წლის 13 იანვრამდე ერქვა როშალის სანაპირო. ქუჩა იწყება სასახლის გასასვლელისა და სასახლის სანაპიროსა გადაკვეთიდან და მთავრდება სენატის მოედანზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქისა და საადმირალოს დაარსების დღიდან, 1703 წლიდან დიდი ნევის სანაპიროს ეს ნაწილი გამოიყენებოდა, როგორც საადმირალოს გემთმშენის გასასვლელი ნევაზე. ამ სამდინარო კარიბჭიდან მასალები მიეწოდებოდა გემთმშენებელ საწარმოებს.

სანაპირო დაარსდა მაშინ, როცა 1844 წელს ყველა გემთსამშენებლო სამუშაოები გადაიტანეს გალერების ჰავანაში, რასთან დაკავშირებითაც მის ტერიტორიაზე ამოავსეს ყველა არხი და აუზი.

1818 წელს მთავარი საადმირალოს აღმოსავლეთ და დასავლეთ პავილიონთან ინჟინერ ა. გოტმანის პროექტით ააგეს ნავსადგური.

1832 წელს სასახლის ნავსადგური შეამკეს დეკორატიული ვაზებით და ლომების სკულპტურული გამოსახულებით. სანაპირომ საადმირალოს სახელი მიიღო 1874 წლიდან. 1879 წელს სანაპირო გაიხსნა ფეხით მოსიარულეებისათვის.

1912 წელს დაიწყეს სასახლის ხიდის მშენებლობა და ამასთან დაკავშირებით 1914-1916 წლებში ნავსადგური დაშალეს და გადაიტანეს ახალ ადგილზე.

ქანდაკებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასახლის ნავსადგური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სასახლის ნავსადგური.

ზამთრის სასახლის მიმდებარედ ნევის სანაპიროს გაფორმების პირველი იდეა გაჩნდა 1817 წელს. პირველი შემონახული გეგმა ეკუთვნოდა არქიტექტორ ლუიჯი რუსკას, რომელიც შექმნილი იყო ჯერ კიდევ საადმირალოს თხრილის აგებამდე.

სხვა პროექტი შემონახულია მ. ე. სალტიკოვ-შჩედრინის სახელობის რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ესტამპების განყოფილებაში. იგი უცნობი მხატვრის ნამუშევარია, რომელზეც გამოსახულია ნავსადგური ორი მწოლიარე ლომის გამოსახულებით[1].

სასახლის ნავსადგური ააშენეს 1820-1824 წლებში. იგი მდებარეობდა სასახლის გასასვლელის მხარეს მდინარე ნევაზე. ამჟამად ამ ადგილზე განთავსებულია სასახლის ხიდი[2].

ნავსადგური ააშენეს არქიტექტორ კარლ როსის ნახაზების მიხედვით ზამთრის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთიმოწყობის პროექტის ფარგლებში. სამშენებლო სამუშაოებს თავად იმპერატორი ნიკოლოზ I კურირებდა, ხოლო აშენებდა ინჟინერი ანდრეი გოტმანი. ამავდროულად ააშენეს პეტრეს დაღმართი მთავარი საადმირალოს დასავლეთ პავილიონთან[3][2].

კარლ როსის წინადადებით ლომების ქანდაკებები წარმოადგენენ ფლორენციის სინიორის მოედნის ლომების კოპიოს. კარლ როსიმ ასეთივე ლომები დაამონტაჟა მიხაილოვსკის სასახლესთან.

მას შემდეგ, რაც ნავსადგურის ყველა დეტალი დაამტკიცეს, ნავსადგურის მშენებლობაში 1828-1832 წლებში პაუზა მოხდა, რომელიც ისტორიკოსებს აქამდე ვერ აუხსნიათ. საბოლოოდ ნავსადგურზე სპილენძის ლომები და პორფირის ვაზები 1832 წელს დაამონტაჟეს. 1873-1874 წლებში ვაზები გადაიტანეს პეტრეს დაღმართის ტერიტორიაზე. 1875 წელს სანაპიროზე მოაწყვეს ბულვარი, რომელსაც 1974 წლიდან ეწოდება საადმირალოს სანაპირო. 1879 წლიდან სანაპიროზე მოძრაობა დაუშვეს[4][2].

სასახლის ნავსადგურის ლომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლომების ქანდაკებები აღმართეს სასახლის ნავსადგურში 1832 წელს. ამჟამად ნავსადგური ლომებით მდებარეობს საადმირალოს სანაპიროზე. მხარეთმცოდნეების და ბლოგერების აზრით ეს ლომები არიან სანქტ-პეტერბურგის ყველაზე ცნობილი ლომები.

სასახლის ნავსადგურის ტერიტორიაზე ლომების დადგმის იდეა პირველად გაჩნდა ლუიჯი რუსკას პროექტში 1717 წელს. 1828 წლის შემოდგომაზე იყო ნავსადგურისათვის ლომების დეკორატიული ქანდაკებების საკითხის გადაწყვეტის მცდელობა. ყველა ისტორიული დოკუმენტი მიუთითებს, რომ განიხილებოდა ფლორენციის ლომების კოპიოს დადგმა[5].

1828 წლიდან 1832 წლამდე ნავსადგურის მშენებლობაზე შესვენებაა, ხოლო 1832 წელს როდესაც იმპერატორი დაუბრუნდა ნავსადგურის მშენებლობის საკითხს, ლომები კვლავ დააბრუნეს 1832 წლის სექტემბერში[5].

1950-იან წლებში ლომები გააგზავნეს სარესტავრაციო სახელოსნოში, ხოლო XXI საუკუნეში ლომების პირველი რესტავრაცია შედგა 2001 წელს.

ლომების ქანდაკება გამოსახულია 2003 წელს რუსეთის ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ მონეტაზე, რომელიც მიეძღვნა სანქტ-პეტერბურგის დაარსების 300 წლისთავს [6]

პეტრეს დაღმართი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : პეტრეს დაღმართი.

პეტრეს დაღმართი ააშენა ინჟინერმა ანდრეი გოტმანმა სასახლის ნავსადგურთან ერთად 1820-1824 წლებში, რომელიც მდებარეობდა სასახლის გასასვლელში ნევაზე. თავად პეტრეს დაღმართი მდებარეობდა მთავარი საადმირალოს დასავლეთ პავილიონთან[2].

ვაზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტრეს დაღმართზე აღმართეს პორფირის ვაზები. ისინი დაამონტაჟეს თუჯის კვარცხლბეკზე, ჩამოასხეს არქიტექტორ ლუდოვიკ შარლემანის პროექტის მიხედვით. აღნიშნული კვარცხლბეკები დაამზადეს სასახლის ნავსადგურის ლომების კვარცხლბეკთან ერთად.

პორფირის ვაზები დაამზადეს შვედეთში. 1830 წელს ისინი ჩამოტანეს რუსეთში, როგორც შვედეთის მეფის საჩუქარი და 1832 წლამდე ტავრიდის სასახლეში იმყოფებოდა. ამის შემდეგ იგი დაამონტაჟეს სასახლის ნავსადგურში ლომებთან ერთად. საადმირალოს სანაპიროს გახსნასთან დაკავშირებით კი გადმოიტანეს ამ ადგილზე[7].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 21—22. — 511 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 13—14. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 20. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Нестеров В. В. Львы стерегут город. — Л.: Художник РСФСР, 1971.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Ю. М. Пирютко. Пристани. Городское хозяйство → Транспорт → Морской транспорт. Энциклопедия Санкт-Петербурга. წაკითხვის თარიღი: 2008-11-24.
  3. Александр Викторович. Дворцовая набережная. Главная → История Санкт-петербурга → Улицы. walkspb.ru. წაკითხვის თარიღი: 19 ноября 2008.
  4. Статья «Адмиралтейская набережная» на сайте Информационный портал Санкт-Петербурга
  5. 5.0 5.1 Нестеров В. В. Львы стерегут город. — Л.: Художник РСФСР, 1971.
  6. Центральный банк Российской Федерации. Лев на набережной у Адмиралтейства. Памятные монеты России. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-03-22. წაკითხვის თარიღი: 2008-12-06.
  7. Нестеров В. В. Львы стерегут город. — Л.: Художник РСФСР, 1971.