რძიანა
რძიანა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() Euphorbia cyparissias | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Euphorbia | ||||||||||||||
|
რძიანა (Euphorbia) — მცენარეთა გვარი რძიანასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახები და ბუჩქებია (სუკულენტები, კერძოდ კაქტუსისებრნი), იშვიათად — ხისებრი ფორმებია ან ერთწლოვანები.
შეიცავენ რძეწვენს (აქედან სახელწოდება). 2 ათასამდე სახეობა გავრცელებულია უმთავრესად ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ სარტყელში.
საქართველოში გვხვდება 45 სახეობა მათ შორის 3 საქართველოს ენდემია. ბევრი სახეობის რძეწვენი შხამიანია, მდიდარია ფისით; თესლი ზეთს შეიცავს. ზოგიერთი რძიანა სარეველაა, ზოგი — დეკორატიული.
გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 522.