შინაარსზე გადასვლა

რცხილაფოთოლა ძელქვა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რცხილაფოთოლა ძელქვა—25-30 მ-მდე სიმაღლის ხეა, მორუხო-მწვანე, სქელი, მკვრივი ქერქით. ნორჩი ტოტები მუქი მურა ფერისაა. ფოთლები მოყვანილობით მოგრძო კვერცხისებურია ან ელიფსური, წაწვეტებული, თითქმის მჯდომარე ან მოკლეყუნწიანი, კიდეზე მახვილ ან მრგვლად ხერხკბილა. ყვავილსაფარი მომურო ფერისაა, ოდნავ შებუსული, კვერცხის ფორმის ნაკვთებით. ყვ. III, ნაყ. VIII-IX. იზრდება ზღვისპირა დაბლობებსა და მთის ქვედა სარტყელში – ტენიან ტყეებში, მდინარეთა ნაპირებზე და ხეობების გაყოლებით. საქართველოში გავრცელებულია სამეგრელოში, იმერეთში, გურიასა და კახეთში. მცენარე შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც მოწყვლადი სახეობა. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთკავკასიას, მცირე აზიას, ირან

სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 802.