რუსტამ რაზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რუსტამ რაზა, ნაპოლეონის მამლუქი. მხატვარი: ორას ვერნე, 1810. მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი (ნიუ-იორკი)

რუსტამ რაზა, რუსტამი, რუსტანი (დ. 1783 — გ. 7 დეკემბერი, 1845) — საფრანგეთის იმპერატორის, ნაპოლეონ I-ის პირადი მცველი მამლუქი, წარმოშობით საქართველოდან, თბილისელი სომეხი. ქართულ ლიტერატურაში ზოგჯერ შეცდომით მიიჩნევა ქართველ როსტომ რაზმაძედ.

ბავშვობაში რუსტამი გაიტაცეს და მონად გაყიდეს კაიროში. 1798 წელს ახალგაზრდა რუსტამი ადგილობრივმა შეიხმა ფრანგული საექსპედიციო არმიის მთავარსარდალს, გენერალ ნაპოლეონ ბონაპარტს აჩუქა. მას შემდეგ რუსტამი ნაპოლეონს მუდმივად ახლდა თან მის ლაშქრობებში. 1814 წელს დაქორწინდა, რის გამოც არ გაჰყვა გადამდგარ იმპერატორს მის პირველ გადასახლებაში კუნძულ ელბაზე. ამის გამო 1815 წელს ხელისუფლებაში ნაპოლეონის ხანმოკლე დაბრუნების პერიოდში („ასი დღე“) შერისხული იყო. შემდგომში ცხოვრობდა ცოლის მამულში და გარდაიცვალა ქ. დურდანში. დატოვა მოგონებები, რომელიც პირველად 1888 წელს დაიბეჭდა (ქართული თარგმანი — 2012 წ.).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნაპოლეონის მამლუქი. რუსტამ რაზას მემუარები/ფრანგულიდან თარგმნეს, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთეს ალექსანდრე მიქაბერიძემ და ნიკა ხოფერიამ. თბილისი: არტანუჯი, 2012.
  • როგორ იმსხვრევა მითები / გოჩა ჯაფარიძე // საისტორიო კრებული : წელიწდეული. - თბილისი, 2012. - ISSN 1987-7285. - [ტ.]2. - გვ.387-399.