რუსიანის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუსიანის ციხე — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ რუსიანში, სოფლის ზემოთ, დაახლოებით 0,7 კილომეტრზე, მაღალი მთის წვერზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

მშენებლობის ქრონოლოგიური თანამიმდევრობით ირკვევა, რომ თავდაპირველად ამ ადგილას იდგა მხოლოდ ეკლესია, რომელსაც მოგვიანებით, დასავლეთიდან კოშკი მიადგეს, თანაც ისე რომ ეკლესიიის დასავლეთ კედელი კოშკის აღმოსავლეთ კედელშია მოქცეული. მომდევნო ხანებში, კოშკის წინ, აუგიათ მძლავრი, როგორც ჩანს, კოშკურა ნაგებობა, რომლის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლები მიშენებულია ეკლესიის შესაბამის კედლებზე, უმეტესი ნაწილი კი ეკლესიაზეა დაშენებული.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომის ქვიშაქვის ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა, დანგერულია სამხრეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთი და დასავლეთ კედლის სამხრეთ ნახევარი, დაბზარულია კედლები, ინტერიერი დაახლოებით 2 მეტრ სიმაღლეზე ამოვსებულია მიწით და ჩამონაშალი ქვებით. შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, გაჭრილია სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშაა. აფსიდი დარბაზის გრძვი კედლებიდან მცირედშვერილი პილასტრების წყვილითაა გამოყოფილი. პილასტრები ზემოთკენ თანდათან თხელდება და კონქის ქუსლის დონეზე ქრება, კონქის თაღის გარდა, დარბაზის კამარა დაყრდნობილი იყო კიდევ სამ საბჯენ თაღზე.

ეკლესიის სამხრეთ ფასადზე ლავგარდნის ნაწილია შემორჩენილი. რომელიც ეკლესიის აგების დროინდელი არ არის. სავარაუდოდ, იგი კოშკურა ნაგებობის მშენებლობის დროისაა. ლავგარდანი აგურისაა. იგი კედლის სიბრტყიდან ოდნავ გადმოშვებულია და ორი რიგისგან შედგება. თავდაპირველად ეკლესიას ნატეხი ქვით ნაწყობი, თაროსებრი ლავგარდანი ჰქონია, რომლის ნაშთი ეკლესიის დასავლეთ კედელზეა დარჩენილი. შემორჩენილი არის ასევე ეკლესიის თავდაპირველი, ორკალთა სახურავიანი ნაშთიც.

კოშკი ნაგებია სხვადასხვა ზომის, ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით. წყობაში ალაგ-ალაგ გამოყენებულაი აგურიც. კედლების ზედაპირი ბათქაშითაა გასწორებული. კედლების სიმტკიცისტვის მასში დატანებული ყოფილა ხის ძელები. კოშკი ძლიერ დაზიანებულია: ჩრდილოეთ კედელი სამი სართულის სიმაღლეზეა შემორჩენილი. გარედან კოშკს ჩრდილოეთით მდებარე ოირვე კუთხე მომრგვალებული აქვს, საკუთრივ კედლები კი ზემოთენ თანდათან თხელდება. კოშკის პირველი სართული თითქმის მთლიანად ნანგრევებითაა ამოვსებული. მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელის შესასვლელის ჩრდილოეთით წირთხლია შემორჩენილი, კოშკის სართულშუა გადახურვა ხის ძელებზე ყოფილა გამართული. ციხის აღმოსავლეთით ორმოციოდე მეტრძე ნახევრად დანგრეული ნაგებობბა, რომელიც შიგნით მრგვალია და წმინდა დუღაბითაა შელესილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]