რუსიანის საცხოვრებელი სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუსიანის საცხოვრებელის სახლი — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ რუსიანში, შემაღლებულ ადგილზე, სოფლის განაპირას, დაახლოებით 50 მეტრზე. აგებულია XIX საუკუნის მიწურულში. ეკუთვნის მთვარელაშილებს.

სახლი ერთსართულიანია, აქვს ნახევარსარდაფი. ნაგებია კირითა და ნატეხი ქვით. კედლები შიგნით შელესილი და შეთეთრებულია. სახლის შუა კედელი და სამხრეთ კედელი ერუა. დანარჩენ ორ მხარეს, მთელ სიგრძეზე, გადახურული, ხის აივანი გასდევს. სახლი ორი ოთახისგან შედგება. ოთახები ტიხრითაა გამიჯნული და ერთმანეთს ტიხარში მოწყობილი კარით უკავშირდება. ორივე ოთახსს შესასვლელი აივნიდან აქვს. აივანზე გამოდის სარკმელიც. შესასვლელები და სარკმელები ოთხკუთხაა. აივნის სამხრეთ ბოლოში ბუხარია, რომელიც აგურითაა ნაწყობი, ბრტყელი თაღითაა დასრულებული. აივანს ფიცრული მოაჯირი აქვს, რომელშც სხვადასხვა სახეებია გამოყვანილი. აივნის სახურავი ხის სხვეტებზეა დაყრდნობილი.

სახლის ჩრდილოეთით მდებარე ოთახის ქვემოთ ნახევარსარდაფია. მინაშენი გეგმით ოთხკუთხაა, შემორჩენილია კედლის ნაწილები. ნაგებია წვრილი ანტეხი ქვითა და კირის ხსნარით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]